x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„რუსთავი 2“-თან ღვთისმშობლის კარიკატურის გამო აქცია მიმდინარეობს
image



სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"–თან ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები 22 მაისს, თოქ-შოუ „არჩევანის" ეთერში, წამყვანის გიორგი გაბუნიას შესავალ სიტყვას აპროტესტებენ, რომელიც ღვთისმშობელს შეეხებოდა. მოქალაქეები გიორგი გაბუნიასგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ფართომასშტაბიანი აქციებით იმუქრებიან.


აქციაზე არიან სასულიერო პირებიც. მათი თქმით, „რუსთავი 2" მიზანმიმართულ პროვოკაციას ეწევა. ისინი სამაუწყებლო კომპანიასა და გიორგი გაბუნიას რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ.


როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი უკმაყოფილება გამოიწვია გიორგი გაბუნიას შესავალმა სიტყვამ, რომელიც მან გუშინდელ გადაცემაში თქვა:



„დღეს სტუდიაში უცნაური სტუმარი გვყავს, მარიამი, სათამაშო პისტოლეტით, რომელიც ცნობილია თვითმკვლელი ღვთისმშობლის სახელით, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ პისტოლეტი სათამაშოა, ის თავს ვერ მოიკლავს, ასე რომ, ცოცხალი დარჩება და მოგვიანებით იესოსაც გააჩენს. არ ინერვიულოთ ამ თემასთან დაკავშირებით", - განაცხადა გიორგი გაბუნიამ „არჩევანის" ეთერში, რომლის თემაც იყო „ცენზურის საფრთხე".


ტელეკომპანიასთან, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.


0
93
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
93
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0