x
image
რუსუდან ნადირაშვილი
Mediator image
გასულ წელს ყველაზე მეტი ტურისტი აზერბაიჯანიდან შემოვიდა - 967 600 ვიზიტორი

image


საქსტატის ინფორმაციით, 2017 წელს საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 7.9 მილიონი შემოსვლა, რაც 17.7 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 44.7%, განხორციელდა 31-50 წლის ასაკის მქონე მოგზაურების მიერ.
.
ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა, 2.4 მილიონი, მესამე კვარტალში დაფიქსირდა. აღნიშნული მაჩვენებელი 26.4 %-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
.
საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 4.1 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 23.4 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ქვემოთ მოცემულ დიაგრამაში მოცემულია საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის განაწილება ვიზიტის ტიპის მიხედვით.
.
მათივე ცნობით, 2017 წელს საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 5.1 მილიონს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 21.8 პროცენტით არის გაზრდილი. საერთაშორისო ვიზიტორების 63.8 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების5 წილმა 30.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 5.8 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.
.
2017 წელს ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 967.6 ათასი ვიზიტორი, დაფიქსირდა აზერბაიჯანიდან, რაც მთლიანი ვიზიტორების 18.9 პროცენტს შეადგენს და წარმოადგენს 22.5 პროცენტიან ზრდას 2016 წლის მაჩვენებელთან შედარებით. ვიზიტების ყველაზე დიდი წილი (20.1პროცენტი) აგრეთვე აზერბაიჯანის მოქალაქეების მიერ განხორციელდა, რაც 0.2 პროცენტული პუნქტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

1
15
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
Mediator image
15
  
2018, 15 მაისი, 18:14
მშვენიერია :-) ჯერ სად ხართ. 2020 წლიდან სერიოზულად ამოიქოქება ეს ქვეყანა ყოველმხრივ :3
0 1 1