x
image
თამილა გურაშვილი
"ივნისის ბოლომდე ნარკოპოლიტიკაზე კანონპროექტს დავასრულებთ"-ირაკლი კობახიძე

image

"ჩვენ გავაკეთეთ უკვე გარკვეული განაცხადი იმასთან დაკავშირებით, თუ რა ვადებში მომზადდება შესაბამისი კანონპროექტი და რა ვადებში იქნება მიღებული ეს კანონპროექტი, რომელიც უკავშირდება ნარკოპოლიტიკას. ჩვენი ამოცანაა, რომ მიმდინარე სესიის ბოლომდე, ანუ ივნისის ბოლომდე, დავასრულოთ უკვე კანონპროექტის მიღება. ეს ნიშნავს იმას, რომ უახლოესი ორი კვირის ვადაში უნდა მომზადდეს შესაბამისი კანონპროექტი“
, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

მთავარი ამოცანა სწორედ ეს არის, რომ პირველ რიგში, უმრავლესობის შიგნით მოსაზრებების შეჯერება, შესაბამისად, დავიწყებთ ამაზე აქტიურად მუშაობას და უახლოესი ორი კვირის განმავლობაში უნდა შევჯერდეთ ჩვენ აუცილებლად პრინციპებზე-ეს არის ამოცანა და მე ვფიქრობ, რომ ეს არის საკმაოდ რეალისტური ამოცანა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

0
24
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0