საზოგადოება საიდან შემოედინება ამდენი ნივთიერება ასე თავისუფლად ქვეყანაში - ნათია ფანჯიკიძე მიმდინარე მოვლენებზე 2018, 13 მაისი, 18:09 საქართველოში მიმდინარე ამბებს აქტიურად ეხმაურება ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე. ბოლო ორ დღეში მან რამდენი სტატუსი გამოქვეყნა, სადაც თავის აზრე გამოხატავს თუ როგორ და რას უნდა ვებრძოლოთ. უცვლელად გთავაზობთ ორ მათგანს: ორი პოლიციელი (უფორმო, რომ დამზაფრავი განწყობა არ იყოს) დააყენონ მუდმივად ამ ორი კინკილა კლუბის კართან, გაჩხრიკონ შემსვლელები.
მოგვიანებით კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა: ხომ ვიჩხუბეთ ღვედების გადაჭერაზე? ხომ გადავიჭირეთ? ხომ ვიჩხუბეთ სიგარეტის აკრძალვაზე? ხომ დავემორჩილეთ და მშვენივრად განხორციელდა? ე.ი. რა გამოდის? რომ სწორედ სპეცეფექტების, სასტიკი შოუების და თავ-პირის მტვრევის გარეშე გატარებული გადაწყვეტილება მუშაობს რეალურად და მართლა. ხოდა ასე ცემა-ტყეპის გარეშე გეთაყვათ, გადმოვიღოთ ამერიკის პრაქტიკა - პირადობის მოწმობას გთხოვენ ყველა კლუბში, სადაც ალკოჰოლი იყიდება. კომპლიმენტადაც ვთვლიდი, არასრულწლოვნად რომ მიმიჩნევდნენ, ეს ხუმრობით, რადგან რეალურად, სახეზე არც გიყურებენ, უემოციოდ ჩაკირკიტებენ საბუთებს. 21 წლამდე ადამიანს არ აქვს უფლება იყიდოს ალკოჰოლი და სიგარეტი, ისარგებლოს ღამის ცხოვრებით. 296 4-ს მოსწონს
|