შოუბიზნესი "ფოტოს გადაღებას ნუ გამიკონტროლებთ ადამიანებთან ძალიან გთხოვთ..."-რას წერს თიკა ჯამბურია სპეცოპერაციის დროს ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებულ გოგონაზე 2018, 13 მაისი, 15:07
მას შემდეგ რაც ინტერნეტში გავრცელდა თიკა ჯამბურიას და ქეთი მურუსიძის ერთობლივი ფოტო, მომღერალმა საზოგადოებას და ჟურნალისტებს სტატუსით მიმართა: "რა დავწერო არ ვიცი... დღეს ჟურნალისტების საქციელი, რომლებმაც ჩემი ფოტო ძალიან ცუდი ქვეტექსტით აფრიალეს ამასთან დაკავშირებით ვფიქრობ და აზრებს ვერ ვალაგებ !!!!! .... ქეთი 1 თვის წინ გავიცანი ეგვიპტეში, ჩვენი საერთო ფოტოც ეგვიპტეშია გადაღებული, რომელიც ჟურნალისტებმა დღეს მთელი დღის განმავლობაში ძალიან ცუდად ატრიალეს........ თავის მეგობრებთან ერთად იყო დასასვენებლად ისევე როგორც მე .... ძალიან დადებითი და კარგი ადამიანის შთაბეჭდილება დამიტოვა.... აქაც ვკონტაქტობდით სოციალური ქსელის საშუალებით, არასოდეს არ გვქონია საუბარი ნარკოტიკებზე და მსგავს თემებთან დაკავშირებით არასოდეს არ მიფიქრია რომ რაიმე მსგავს კატასტროფულ საქციელთან ექნებოდა შეხება... ძალიან, ძალიან ცუდია ნარკოტიკის გასაღება, ვერაფრით ვერ გავამართლებ მის საქციელს და ძალიან, ძალიან მწყდება გული რომ ამ ყველაფერშია გარეული.... თუმცა ჟურნალისტებს რომლებმაც ესე პროვოკაციულად იხმარეს ჩვენი ფოტო მათ ვთხოვ და ვაფრთხილებ ცოტაოდენი ადამიანობა გამოიჩინონ და მე შემეშვან.... ფოტოს გადაღებას ნუ გამიკონტროლებთ ადამიანებთან ძალიან გთხოვთ 783 2-ს მოსწონს
|