საზოგადოება "ესაა ფერადი თაობა... ნუ ცდილობთ მათ მარგინალიზებას... ნუ აბრალებთ, რომ ბარიგებს აფარებენ ხელს..."-ნანუკა ჟორჟოლიანი 2018, 13 მაისი, 10:09 ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი პარლამენტის შენობის წინ აქციის ერთ-ერთი მონაწილის მიერ 9 აპრილის მემორიალზე ცეკვას სოციალური ქსელით გამოეხმაურა. ამ ცეკვამ საზოგადოებაში უარყოფითი რეაქციები გამოიწვია, რადგან 9 აპრილის მემორიალი სიწმინდის სიმბოლოა და იმ ადგილას, სადაც სისხლი დაიღვარა საქართველოს თავისუფლებისთვის, ასეთი ცეკვა ბევრისთვის მიუღებელია. ნანუკა ჟორჟოლიანი ამ საკითხთან დაკავშირებით სხვაგვარად ფიქრობს. აი, რას წერს იგი "ფეისბუქზე": "სწავლობენ, დაყრილს ალაგებენ, გადამწვარ ტყეში ხეებს რგავენ, წყალდიდობით დატბორილ ქალაქს ნარჩენებისგან წმენდენ. და "აპატიეთ" პარასკევს და შაბათს, თუ ცეკვავენ. ესაა ფერადი თაობა. ნუ ცდილობთ მათ მარგინალიზებას. ნუ აბრალებთ, რომ ბარიგებს აფარებენ ხელს. არა, ეს ომია პროგრესაა და კირკოროვებს შორის და უკვე ამათმა გაიმარჯვეს, იმიტომ რომ თავისუფლები არიან. რეგიონში კი არა, პლანეტაზე ვართ მაგარი ერი. სად გინახავთ მოცეკვავე აქცია. #ესსაქართველოა! რაც შეეხება 9 აპრილის მემორიალზე ცეკვას. ამისთვის დაიღუპნენ ისინი, ამ თაობის თავისუფლებისთვის და ესენი ამ თავისუფლებას არ გითმობენ სწორედ. როდის, რაში, გამოიხატებოდა ყველაზე მთავარი მონაპოვარი და ახლა, ამ პროგრესულ სამყაროში, ამ ჭრელი ბავშვების განსხვავებულობაზე გადის. ვერ პატიობთ რომ თქვენნაირები არ არიან. ვერ პატიობთ რომ ცხვირზე საყურე უკეთიათ და დისკოტეკებზე ვერ ერთობიან. სულ ესაა ეს ომი.
P.S. ვინც არ იცით. ნარკორეალიზატორები გუშინ, 9 საათამდე დააკავეს. რაც თავისთავად მისასალმებელია და ძალიან კარგია. ყველა რეალიზატორი ციხეში უნდა იჯდეს."
იხილეთ ვიდეო: 136 3-ს მოსწონს
|