x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„ტატუნაშვილის სახელს რომ ახსენებენ, ეს ახალგაზრდები მაშინ არ გამოსულან“ - გია ხუხაშვილი
image


ექსპერტი გია ხუხაშვილი პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციას აფასებს. მისი თქმით, შეუძლებელია, ნარკოტიკების თემით აგორებულმა საპროტესტო ტალღამ სერიოზული მასშტაბს მიაღწიოს. ეს განცხადებები პოლიტოლოგმა ხუხაშვილმა ტელეკომპანია „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში, ილია ჩაჩიბაიას თოქ-შოუში ჩართვისას გააკეთა. ექსპერტი გაკვირვებას გამოთქვამს, რომ ეს ახალგაზრდები ტატუნაშვილის გვარს აქციაზე ახსენებენ მაშინ, როცა ტატუნაშვილის პრობლემის დროს ქუჩაში არ გამოსულან.


„ტატუნაშვილის სახელი ახსენეს, ეს ახალგაზრდები ქუჩაში მაშინ არ გამოსულან, როცა ტატუნაშვილის პრობლემა აქტუალური იყო. კარგად ესმით, რომ მათი მთავარი გზავნილები საზოგადოებაში არაპოპულარულია და ახლა შეეცდებიან, სხვა თემებითა და საკითხებით შეფუთონ.


ახალგაზრდები არიან და ისინი ყველაფერს თავის პრიზმაში უყურებენ. გულისტკივილი მინდა გამოვთქვა, რომ ეს ის ახალგაზრდები არიან, რომელთაც არაფერი ტკენიათ და ქუჩაში არ გამოსულან სხვა შემთხვევებში, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდებოდა... რაღა მაინცდამაინც ნარკორეალიზების თემას მიება თავისუფლების დაუოკებელი წყურვილი. ეს გულსატკენია. აქ იდეა არ არის და ჰეროინის რევოლუცია ვერ მოხდება, ითამაშებენ და წავლენ. არ მგონია ამ თემამ სერიოზული სახე მიიღოს. „ბასიანი“ ვერ გახდება საქართველოში სერიოზული დესტაბილიზაციის ბუდე. ამიტომ, შეეცდებიან, ისევ ტატუნაშვილზე ილაპარაკონ.



თუნდაც ძალის გადამეტება ყოფილიყო, სასაცილოა მათი მოთხოვნა, შს მინისტრი გადადგეს, ის გადმოდგეს და ა.შ.


არ გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს მართული და არც იმას გამოვრიცხავ, რომ დამთხვევა არ იყოს. მაინტერესებს, ვინ შეუგდო ეს თემა. შეიძლება საინტერესო ფაქტები აღმოაჩინონ. შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებული იყო ემოქმედა აგრესიული ფორმით, კანონის ფარგლებში. ის მოსაზრება, რომ სპეცოპერაცია არ უნდა ჩატარებულიყო, ან ძალა არ გამოეყენებინათ, ეს წარმოუდგენელი ლოგიკაა, “ - აღნიშნა გია ხუხაშვილმა „ობიექტივის“ ეთერში.

1
290
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
290
  
2018, 13 მაისი, 7:24
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1