x
image
გემი დალანდი
ვარიკოზის 6 სიმპტომი,რომელსაც ბევრი ყურადღებას არ აქცევს
ვარიკოზის ხსენებაზე უმრავლესობას დაძარღვული წვივები ახსენდება, თუმცა, გარდა გარეგნულად უსიამოვნო შესახედაობისა, ვარიკოზმა უფრო სერიოზული პრობლემებიც კი შეიძლება გამოიწვიოს, მათ შორის უძრაობაც კი. სტატისტიკის თანახმად, ქალების 30% და კაცების 10 % ამ პრობლემით მიმართავს ექიმს.

აუცილებელია ვიცოდეთ ვარიკოზის პირველი, შეუმჩნეველი ნიშნები, რომ დროულად მივმართოთ ექიმს და მძიმე შედეგებამდე არ მივიდეთ. ეს სიმპტომები სწორედ ვარიკოზის პირველი სტადიისთვისაა დამახასიათებელი და მათთვის ყურადღების დროულად მიქცევა მეტად მნიშვნელოვანია.


1. წვივებისა და ტერფების ქავილი

image

ამ სიმპტომს თითქმის ყველა აიგნორებს.ქავილს ის პროცესები იქვევს, რაც სისხლძარღვებში მიმდინარეობს, ამ დროს კანი ვეღარ იკვებება, ცვლის პროდუქტების გამოყოფა ირღვევა და შედეგად კანის სიმშრალე, აქერცვლა და ქავილი ვითარდება.


ერთი შეხედვით “უსაფრთხო" სიმპტომად შეიძლება მოგვეჩვენოთ, თუმცა სწორედ ის გვაძლევს სიგნალს, რომ ვარიკოზის განვითარება იწყება.

რას გირჩევთ ექიმი:

დაგინიშნავთ ანტიჰისტამინურ პრეპარატებს, რომლებიც შეამცირებენ ქსოვილის შეშუპებას და სპაზმებს მოხსნიან, რომლებიც თავის მხრივ სისხლისა და ლიმფის ციკულაციას უშლიან ხელს.

დაგინიშნავთ სედატიურ პრეპარატს, რომელიც დააწყნარებს ნერვულ სისტემას და დაარეგულირებს ძილს.

დაგინიშნავთ ანტიბაქტერიულ კრემებს, რომლებიც ინფექციის გავრცელებას შეუშლიან ხელს და კანსაც დაატენიანებენ.


2. კუნთების კრუნჩხვა

image
ქვედა კიდურების ვარიკოზული დაავადება სხვადასხვა სიმპტომებით იჩენს თავს. მეტნაკლებად ცნობილი სიმპტომია კუნთების კრუნჩხვა ღამით. სისხლის შეგუბების გამო ვენებში სისხლის ცირკულაცია ირღვევა.იზრდება დაწოლა ქსოვილებზე, ნერვული დაბოლოებები ღიზიანდებიან და შედეგად კრუნჩხვა ვითარდება. გარდა ამისა, სისხლის მიმოქცევის დარღვევის გამო, კუნთები ჟანგბადის შიმშილსაც განიცდიან, რაც ასევე კრუნჩხვების მიზეზი შეიძლება გახდეს.


3. კანის ფერის ცვლილება

image
ვარიკოზით დაავადებულები ხშირად უჩივიან კანის ფერის შეცვლას, როგორც წესი, კანი იმ ადგილებში იცვლის ფერს, სადაც ვენებია დაზიანებული. არათანაბარ ფერს ფეხებზე, მუქ ან ღია ფერის ლაქებს თავიდანვე უნდა მიაქციოთ ყურადღება, რომ ვარიკოზის აღმოჩენა საწყის ეტაპზე მოხდეს და პროცესები შორს არ წავიდეს.

ფერის შეცვლას სისხლის მიმოქცევის დარღვევა და ლიმფის ცუდი ცირკულაცია იწვევს. რაც უფრო დააგვიანებთ ექიმთან მისვლას, მით უფრო დამძიმდება სიტუაცია: კანი გაწითლდება, გასქელდება, დაიწყება ქავილი. ამ შემთხვევაში ექიმები ანთებითი პროცესების და ტროფიკული წყლულების გაჩენის ალბათობის შესახებ გვაფრთხილებენ, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობაზე უარს იტყვით.


4. ტკივილი, რომელიც უძრაობის პერიოდის შემდეგ ძლიერდება

image
თუ უძრავად ყოფნა დიდხანს გიწევთ და შედეგად ფეხების ტკივილი ვითარდება, ეს უკვე საკმარისი მიზეზია, რომ ვარიკოზზე იეჭვოთ. ვარიკოზის საწყის სტადიებზე ეს ტკივილი თითქმის შეუმჩნეველია და მალე გაივლის, თუ ფეხებს სიმაღლეზე შეაწყობთ ან მსუბუქ მასაჟს გაიკეთებთ. დაბალი ინტენსივობის მიუხედავად, ასეთი ტკივილი სახიფათო სიმპტომია. ეს უსიამოვნო შეგრძნებაც სისხლის მიმოქცევის დარღვევითაა გამოწვეული.

ფლებოლოგები ირწმუნებიან, რომ ვარიკოზის განვითარება პირდაპირ კავშირშია გულის ჯანმრთელობასთან და ვენების პრობლემების დროს, გულ-სისხლძარღვთა სისტემის გამოკვლევასაც გვირჩევენ.


5.დაბუჟება და ჩხვლეტა

image

ტერფების პერიოდული ხანმოკლე დაბუჟება შესაძლოა ვარიკოზის საწყისი ნიშანი იყოს. თუ ეს იშვიათად გემართებათ, შეშფოთების საფუძველი არ გაქვთ, მაგრამ თუ უსიამოვნო ეპიზოდები ხშირად მეორდება, ექიმს უნდა მიმართოთ.

დაბუჟება საკმაოდ რთული პროცესია. მისი წარმოშობა სისხლძარღვების სუსტი ფუნქციონირებითაა გამოწვეული, რასაც თავის მხრივ სისხლის მიმოქცევის დარღვევის გამო ქსოვილებში ჟანგბადის ნაკლებობა იწვევს.

ექიმები გვაფრთხილებენ, რომ დაბუჟება სახუმარო თემა არ გახლავთ, და თუ ეს მოვლენა ხშირად აღგენიშნებათ, აუცილებელია ექიმს მიმართოთ.


6. შეშუპება

image

შეშუპება ხშირად მოასწავებს ვარიკოზს. შეშუპებას სითხის დაგროვება იწვევს უჯრედშორის სივრცეში. როგორც წესი, ვარიკოზული შეშუპება საღამოს ვითარდება და სიცხეში უფრო ძლიერდება. ექიმები გვირჩევენ ტერფის გარშემოწერილობა გავიზომოთ. თუ საღამოს მაჩვენებელი დილისაზე 1 სმ-ით მეტია, ექიმთან მიმართვა აუცილებელია.


0
2168
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
2168
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0