x
image
გემი დალანდი
რა სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა ჩაი კარკადე
სასმელი ინდური ფესვებით-ჩაი კარკადე არა მარტო ცივ ამინდებში გაგათბობთ, თქვენს ჯანმრთელობაზეც კეთილისმყოფელ გავლენას მოახდენს.imageკარკადე ღია-წითელი ან ბორდოსფერი შეფერილობის სასმელია, რომელიც სუდანის ვარდის ფურცლებისგან მზადდება. სასმელს ფარაონების წამალსაც უწოდებენ, ყვავილს კი ჰიბისკუსად მოიხსენიებენ. მისი გამხმარი ყვავილებისგან მზადდება ჩაიც.

image

ამ სასმელს ბევრი სვამს, მაგრამ ჩაის სწორად დაყენება ცოტამ თუ იცის. ფოთლები არ უნდა წამოადუღოთ. მათ მხოლოდ მდუღარე წყალი უნდა დავასხათ.ამასთან, 100 მლ. მდუღარეზე 1 ჩ.კ. ფოთლები უნდა აიღოთ.

არავითარ შემთხვევაში არ დააყენოთ კარკადეს ჩაი მეტალის ჭურჭელში ან ფინჯანში. ასე ის მთელ სასარგებლო თვისებებს დაკარგავს. იმისთვის, რომ კარკადესგან მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ, მას შემდეგ, რაც მდუღარეს დაასხამთ, გააჩერეთ 15 წუთით.image


კარკადეს სასარგებლო თვისებები

1. ანტოციანები, რომელთაც ჰიბისკუსის ყვავილი შეიცავს, ამაგრებს სისხლძარღვებს.

2.კარკადეს მაგარი ნაყენი დადებით ზეგავლენას ახდენს ღვიძლისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობაზე.

3. ვიტამინები და მიკროელემენტები ორგანიზმს და იმუნიტეტს გაძლიერებაში ეხმარებიან.

image

4. ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალურად მუშაობას.

5.აქრობს წყურვილის გრძნობას როგორც ცივი, ისე ცხელი სახით მიღების შემთხვევაში, ამიტომ კარკადეს ჩაი ძალიან პოპულარულია ახლო აღმოსავლეთში.


image

საინტერესოა, რომ ცხელი ნაყენის მიღების შემთხვევაში წნევა მაღლა იწევს, ხოლო ცივი ნაყენის დალევის შემდეგ კი პირიქით-დაბლა იწევს.

და მაინც, კარკადეს მიღება ყველასთვის არაა რეკომენდებული. თუ გასტრიტი ან კუჭის წყლული გაწუხებთ, მოგიწევთ უარი თქვათ ამ სასმელზე.

სასმელი, რომელიც С, Р, В ჯგუფის ვიტამინებითა და ამინომჟავებითაა გაჯერებული, თქვენს ჯანმრთელობაზე ნამდვილად კეთილისმყოფელ ზეგავლენას მოახდენს.


0
686
3-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
686
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0