პროფილაქტიკა 4 ვარჯიში მეხსიერების გასაუმჯობესებლად 2019, 17 იანვარი, 14:04 სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია:თუ ტვინს ყოველდღიურად არ დავტვირთავთ, ის უბრალოდ გადაეჩვევა ფიქრს. ზუსტად ისე, როგორც კუნთები ილევიან ვარჯიშის გარეშე, ტვინიც ბერდება და ჩვეულ დავალებებს ვეღარ ასრულებს.
მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მეხსიერების რეგულარული ვარჯიში ტვინის რუხი ნივთიერების უჯრედების ზრდას აჩქარებს, ეხმარება ახალი ნეირონული სიგნალების წარმოქმნას და ქმნის რთულ ფუნქციონალურ კავშირს ტვინის სხვადასხვა სტრუქტურებს შორის.
![]() 1.ფერადი სიტყვები სურათზე ფერების აღმნიშვნელი სიტყვები წერია სხვადასხვა ფერებით. ხმამაღლა უნდა წარმოთქვათ არა სიტყვა, რომელიც წერია, არამედ ფერი, რომლითაც სიტყვა წერია. როცა ტექსტის ბოლომდე ჩახვალთ, გაიმეორეთ დავალება ახლა უკვე ბოლოდან, უკუსვლით. ![]() 2. შულტეს ტაბულა მშვენიერი სავარჯიშოა პერიფერიული მხედველობისთვისა და ყურადღებისთვის. ამ ვარჯიშის შესრულებისას, ტაბულა თვალიდან 30-35სმ-ის მოშორებით უნდა იყოს. ფოკუსირება ტაბულის ცენტრში არსებულ რიცხვებზე გააკეთეთ, შეეცადეთ მზერა ტაბულის სხვა მხარეს არ გაგექცეთ და მოძებნეთ რიცხვები 1-დან 25-მდე, ზრდის მიხედვით, არ გამოტოვოთ არც ერთი რიცხვი. შეეცადეთ, რაც შეიძლება სწრაფად გააკეთოთ და ხმამაღლა არ წარმოთქვათ ციფრები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტაბულის ცენტრს არ მოწყდეთ და ეს რიცხვები მხოლოდ პერიფერიული მხედველობით იპოვოთ. თავიდან წუთი ან მეტი დრო შეიძლება დაგჭირდეთ, მაგრამ თქვენი საბოლოო შედეგი 10 წამი უნდა იყოს. ![]() ![]() 4. წერე ერთდროულად ორივე ხელით ამბობენ, რომ ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორებიც იყვნენ ლეონარდო და ვინჩი, ნიკოლა ტესლა და ბენჯამინ ფრანკლინი, ერთდროულად ორივე ხელს ფლობდნენ. თუ ამ ტექნიკას დეუფლებით, თქვენი მეხსიერების გაუმჯობესებას შეძლებთ. აიღეთ ორი ფურცელი, ორივე ხელში დაიკავეთ ფანქარი ან კალამი და დაიწყეთ გეომეტრიული ფიგურების ხატვა ან სიტყვების წერა ერთდოულად ორივე ხელით. ![]() ![]() 36795 3-ს მოსწონს
|