x
image
რუსუდან ნადირაშვილი
„მხოლოდ „რუსთავი 2“ იბრძვის, რომ მათი შემოსავლები გამჭვირვალე არ იყოს“ - კახი ბექაური
image


საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახი ბექაური ამბობს, რომ საქართველოში მოქმედი ყველა მაუწყებელი მზად არის საკუთარი ფინანსური შემოსავლები გამჭვირვალე გახადოს. ერთადერთი მხოლოდ „რუსთავი 2“ იბრძვის, რომ საკუთარი შემოსავლები არ გაასაჯაროონ. ბექაურის თქმით, სწორედ რუსთავი2-ის გამო კანონის აღსრულება წლებია ჭიანურდება.


„მხოლოდ რუსთავი 2 - ია დღეს ის ტელეკომპანია, რომელიც იბრძვის იმ მიზნით, რომ მათი შემოსავლები გამჭვირვალე არ იყოს.


ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში აღნიშნულ, 2013 წლის კანონით განსაზღვრულ, მედიის ფინანსურ გამჭვირვალობას, რუსთავი 2 უკვე 4 წელია ეწინააღმდეგება.



მხოლოდ რუსთავი 2 - მა გაასაჩივრა სასამართლოს პირველ ინსტანციაში წაგებული საქმე მეორე ინსტანციაში და ხელს უშლის საზოგადოებას, მიიღოს დეტალური ინფორმაცია მედიაკომპანიების შემოსავლის წყაროების შესახებ.


მედიის ფინანსურ გამჭვირვალობასთან დაკავშირებული კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილების წინააღმდეგი იყო საიაც, სასამართლოს პირველ ინსტანციაში საქმის წაგებამდე.


აი, სწორედ ამ მიზეზითაა მედიის ფინანსური გამჭვირვალობის კანონის აღსრულება შეჩერებული, უკვე თითქმის 4 წელია.


დღეს ყველა მედიასაშუალება მზადაა სრულიად გამჭვირვალე გახადოს საკუთარი შემოსავლები, გარდა რუსთავი 2-ისა“- წერს ბექაური.


image

0
55
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
55
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0