საზოგადოება რა ჯარიმებია თამბაქოს მოწევის აკრძალვის კანონის დარღვევისათვის? 2018, 3 მაისი, 23:59 2018 წლის 1 მაისიდან ძალაში შევიდა ცვლილებები „თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონში, რომელთა თანახმად თამბაქოს მოხმარების ახალი რეგულაციები ამოქმედდა. ახალი რეგულაციების მიხედვით თამბაქოს ნაწარმის (მათ შორის ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტი, პაპიროსი, სიგარა, სიგარილა, საჩიბუხე ან ჩილიმისთვის განკუთვნილი თამბაქო, შესახვევი თუთუნი, დასაღეჭი, შესასუნთქი ან საწუწნი თამბაქო, ელექტრონული სიგარეტი) მოწევა სხვადასხვა დაწესებულებებში აიკრძალა (სრული სიის სანახავად ეწვიეთ სად აიკრძალება მოწევა 1-ლი მაისიდან და სად შეძლებთ კვლავ მოწიოთ? ) კანონში განხორციელებული ცვლილებების მიზანია ეფექტურად დაიცვას არამწეველები, განსაკუთრებით ბავშვები, თამბაქოს მეორადი კვამლის ზემოქმედებისაგან. რამდენი იქნება ჯარიმა კანონის დარღვევისათვის?
100 3-ს მოსწონს
|