საზოგადოება დანიაში საქართველოს მოქალაქე, წარმოშობით ყვარლელი მამაკაცი გარდაიცვალა 2018, 29 აპრილი, 12:21 . რამდენიმე დღის წინ დანიის სამეფოში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, 56 წლის გელა პაპაშვილი გულის შეტევას ემსხვერპლა. იგი ერთ-ერთ პოლონურ ფირმასთან თანამშრომლობდა და სატვირთო ავტომანქანაზე მძღოლად მუშაობდა. .
პაპაშვილი 26 აპრილს მისმა ნათესავმა იპოვა და სამართალდამცველებს შეატყობინა. ოჯახი უკვე დაუკავშირდა საკონსულოს. თუმცა, შესაბამისი პროცედურის გავლა უქმე დღეების გამო ფერხდება.
.
ამ ოჯახში ეს პირველი ტრაგედია არ არის. გარდაცვლილი კაცი კობა პაპაშვილის მამაა, რომელიც 5 თვის წინ ქალაქ ბულონ სულ მერიში, პორტის ტერიტორიაზე მოკლული იპოვეს. წინა შემთხვევის გამოძიებაც ამ დრომდე გრძელდება.
.
პაპაშვილების ოჯახი კახეთში ცხოვრობს, ისინი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირიდან არიან.
38 შეფასება არ არის
|