x
image
რუსუდან ნადირაშვილი
Mediator image
„ნტვ+“-ს და „GUDA TV“-ს კომუნიკაციების კომისიამ ავტორიზაცია შეუჩერა
image

.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე შპს „GUDA TV“ -სთვის და ნტვ+-ისთვის ავტორიზაციის შეჩერებაზე იმსჯელა.
.
მას შემდეგ რაც კომისიამ სამ კომპანიას - შპს GUDA TV, ნტვ+ და შპს „Voxbone“-ს საქართველოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან მონაცემების წარმოდგენა მოთხოვა, სამივე კომპანიამ კომუნიკაციების კომისიას წერილით მიმართა.
.
შპს GUDA TV-მ კომისიას ავტორიზაციის გაუქმების თხოვნით მიმართა, შპს ნტვ+-მა კი ავტორიზაციის შეჩერების. რაც შეეხება შპს „Voxbone“-ს კომპანიამ კომუნიკაციების კომისიას შუამდგომლობით მიმართა და მისი საკითხის განხილვის ერთი კვირით გადადება ითხოვა. კომისია შპს „Voxbone“-ის თემაზე ერთ კვირაში იმსჯელებს.
.
გაზპრომის შვილობილ მედიაკომპანია "HTB"-ს ციფრული მაუწყებლობის დაწყება რუსეთის საზღვრებს გარეთაც სურს. ენტევეს მენეჯმენტი განმარტავს, რომ რუსეთს გარეთ მაუწყებლობის დაწყება მათთვის სოციალური მისიაა.

.


საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში აცხადებდნენ, რომ "HTB"- პლიუსმა საქართველოში ავტორიზაცია ორი წლის წინ გაიარა და სამაუწყებლო ლიცენზია უკვე მოიპოვა. კომისიაში იქვე იმასაც დასძენდნენ, რომ ავტორიზების შემდეგ ჩვენს ქვეყანაში გარკვეული მიდგომები შეიცვალა, ამიტომ იყო შესაძლებელ რუსულ მაუწყებელს საქართველოში მოპოვებული ლიცენზია ისევ დაეკარგა. მარეგულირებელი კომპანიას დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენას სთხოვდა, მათ წერილობითი შეტყობინება სულ ახლახან გაეგზავნათ.

0
27
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
Mediator image
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0