x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
გახდება თუ არა საქართველოში რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა დასჯადი?
image

ახალი ინიციატივის ავტორი დეპუტატი ემზარ კვიციანია საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ იმ ცვლილებებს სისხლის სამართლის კოდექსიდან, რომელიც ემზარ კვიციანმა წარადგინა.საკითხის განხილვას საქართველოს საპატრიარქოს, ასევე სხვადასხვა კონფენსიების წარმომადგენლები დაესწრებიან.


ახალი კანონპროექტის თანახმად რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა შესაძლოა დასჯადი გახდეს - 1 -იდან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ან ფულადი ჯარიმით.




„ბოლო პერიოდში ფაქტები ვიხილეთ, რასთან დაკავშირებითაც კონსულტაცია საპატრიარქოსთანაც მქონდა. მართლმადიდებელი წმინდანების არასათანადო ფორმით წარმოჩენისთვის ბევრი ადამიანი შეურაცხყოფილია, რასაც ვემიჯნები და ვგმობ. ვფიქრობ, გარკვეული სამუშაო ჩასატარებელია და საკითხები სამართლებრივ რეგულაციებშია მოსაქცევი ისე, რომ რელიგიური და სიტყვის თავისუფლება ერთმანეთთან წინააღმდეგობაში არ მოვიდეს. ბალანსის დაცვა ისე შეგვიძლია, როგორც ბევრ ქვეყანაშია”-განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ.


ახალი ცვლილებების თანახმად დასჯადი იქნება რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის საჯარო შეურაცხყოფა ან ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რომელიც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შელახვას.


შეგახენებთ, 2015 წელს საპარლამენტო უმრავლესობის მაშინდელი წევრი სოსო ჯაჭვლიანი და „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI"-ის ხელმძღვანელი ზვიად ტომარაძე ანალოგიური ინიციატივით წარდგენენ და წარმოადგინეს კანონპროექტი, რის მიხედვითაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს უნდა დამატებოდა 166-1 მუხლი „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა",

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2016 წლის თებერვალში პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა ამ ინიციტივას, რის მიხედვითაც დადგინდა:

პირის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 600 ლარია. ხოლო რელიგიური სიწმინდეების და საკულტო ნაგებობების წაბილწვა 500 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს.


ამჯერად ემზარ კვიციანი სთავაზობს საკანონმდებლო პროექტს, რომლის მიხედვით, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება.


თუმცა უმრავლესი დეპუტატების ნაწილს და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს კითხვები აქვთ. მათი თქმით, ბევრი დეტალი ბუნდოვანია.


image
იხილეთ აგრეთვე
image

5
28
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
28
  
2018, 26 აპრილი, 21:16
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 26 აპრილი, 15:11
რა სიბნელეა, რა წყვდიადი , რა უკუნი... რაზე ვმსჯელობთ საერთოდ ?
2018, 26 აპრილი, 15:10
შარიათის კანონებიღა გვინდა და მართლმადიდებლური ირანი ვართ, მერე ჩადრებსაც შემოგვაპარებენ :დდ
2018, 25 აპრილი, 20:57
კვიციანის კანონით იესო ქრისტე სისხლის სამართლით გასამართლდებოდა, ვინაიდან ის სისტემატურად და დემონსტრაციულად არღვევდა შაბათს და ამით უკიდურესად შეურაცხყოფდა ებრაელების რელიგიურ გრძნობებს... ვისაც ერთხელ მაინც გადაუკითხავს სახარება, ვერავინ შემედავება.
შაბათი რომ დაარღვია კაცმა და ფიჩხის კრეფა დაიწყო და ეს მოსემ რომ ებრაელებმა დაინახეს მივიდნენ და მოსეს უთხრეს რა ვუყოთ ამ კაცსო? შაბათი დაარღვიაო. მოსე დაელაპარაკა ღმერთს და ღმერთმა უბრძანა ჩაქოლეთო. ეს წერია ძველ აღთქმაში და ებრაელებმა ის ჩაქოლეს. ამ დროს იესო ქრისტე დემონსტრაციულად მაინც და მაინც სულ შაბათს ახდენდა სასწაულებს და აჯანმრთელებდა ხალხს და ასევე არ უკრძალავდა შრომას თავის მოწაფეებს, პირიქით. ეს იყო მთელ ებრაულ რჯულზე თავზე გადავლა. ეს ერთი მაგალითია მხოლოდ, თორემ აგიჟებდა ისეთ რამეებს უკეთებდა ებრაელებს იესო. საერთოდ სახალხოდ ეძახა რომ იქედნეს ნაშობნი ხართ ანუ გველის ნაშობები ხართ და სატანაა თქვენი მამაო. მეტი რაღა შეურაცხყოფა გინდათ? და მთავარ სინაგოგაზე თქვა რომ ამას სამ დღეში დავანგრევ და ავაშენებო... ეხლა გადატანითი მნიშვნელობით თქვა და გადმოტანითით მიდი და არკვიე - აშკარად და სახალხოდ თქვა და ახლა კვიციანის კანონით სისხლის სამართლით გასამართლდებოდა ამის გამო იესო. აი სწორედ კვიციანის მსგავსმა ფარისევლებმა გაასამართლეს კიდეც.
შესაძლოა რომ კანონის ასეთი ფორმულირება მოხდეს: სექს-სათამაშოებზე და გარყვნილი ქმედების მიზნით არ შეიძლება რომ გამოყენებული იქნას ეროვნული და რელიგიური სიმბოლოები, მაგაში დაგეთანხმებით, კი ბატონო, მაგრამ ეს ძალიან ფართო სპექტრის კანონს იღებენ და ტოტალიტარიზმისკენ და ირანიზაციისკენ მიყავთ საქმე..
2018, 25 აპრილი, 16:00
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 5