საქართველო რას ეუბნებიან ირანელი გიდები საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს 2018, 22 აპრილი, 13:23 საქართველოს ტერიტორიაზე არსებული უცხოური ტურისტული კომპანიის არაკვალიფიციური გიდები საქართელოს შესახებ ცრუ ინფორმაციებს აწვდიან ჩამოსულ სტუმრებს- ამის შესახებ "ველქამ თუ ჯორჯიას" დამფუძნებელმა, ნინო ქორიძემ განაცხადა. "გარდა იმისა, რომ ტურებს უცხოეთიდან გეგმავენ და არანაირი შეხება არა აქვთ არც ქართვველ გიდებთან და ქართულ ტურისტულ კომპანიებთან, ტურისტებს მცდარ ინფორმაციებს აწვდიან. მე თვითონ შევსწრებივარ იმ ფაქტს, თუ როგორ უხსნიდა ირანულენოვანი გიდი აბანოთუბანში ტურისტებს, რომ საქართველო ირანის ტერიტორიაა და დღეს იგი არის დამოუკიდებელი ქვეყანა... საქართველოში არსებული სასტუმროები თვლიან, რომ უცხოური კომპანიები უფრო სანდოა, ვიდრე ქართული და მათ უფრო მეტი ხელშეწყობა აქვთ, საჭიროა რეგულაციების გატარება, რომელიც გააკონტროლებს უცხოელი გიდების და კომპანიების შემოსვლას საქართველოში"-აცხადებს ნინო ქორიძე 351 2-ს მოსწონს
|