საზოგადოება კახეთში 25 წლის სასაზღვრო პოლიციელი ცეცხლსასროლი იარაღით გარდაცვლილი იპოვეს 2018, 20 აპრილი, 22:30 კახეთში, სასაზღვრო პოლიციის ლაგოდეხის N5 სამმართველოს თანამშრომელი, 25 წლის ჯემალ ფ. გარდაცვლილი იპოვეს. მესაზღვრეს ჭრილობა იარაღიდან გასროლით აქვს მიყენებული. მისივე თანამშრომლების ინფორმაციით, მესაზღვრეს სამსახურებრივი იარაღი იმ დროს გაუვარდა, როცა ოფიციალურად გადაბარებას ახორციელებდა. იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
.
ვრცელდებოდა ინფორმაციაც, თითქოს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა თავი მოიკლა.
.
საქმეზე კახეთის საოლქო პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. 25 წლის ჯემალ ფ. სოფელ არაშენდიდან იყო და ქალაქ გურჯაანში ცხოვრობდა.
244 1-ს მოსწონს
|