საზოგადოება თამაზ ელიზბარაშვილმა დიმა ობოლაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო) 2018, 10 აპრილი, 14:37 ინტერნეტში ვრცელდება ვიდეო, სადაც ასახულია ცხოველთა თავშესაფრის დამფუძნებლის, ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის და სპორტული კომენტატორის დიმა ობოლაძის კონფლიქტი. ელიზბარაშვილის გაღიზიანება დიმიტრი ობოლაძის ზარმა გამოიწვია, რის შედეგადაც გაირკვა, რომ ობოლაძეს თავშესაფარში ლეკვების დატოვება სურდა, თუმცა მათი ახალი მისამართი მისთვის უცნობი იყო. გაღიზიანებულმა ელიზბარაშვილმა ობოლაძის მისამართით გინება დაიწყო. ამ დროს კონფლიქტი ელიზბარაშვილის ფეისბუქ გვერდზე პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. 668 შეფასება არ არის
|