სხვა "ოლიმპიადის წინ მწვრთნელმა გამაუპატიურა"-ოლგა კორბუტმა კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ყოფილი მწვრთნელი 2018, 5 აპრილი, 11:37 ![]() ლეგენდარულმა საბჭოთა ტანმოვარჯიშემ ოლგა კორბუტმა კიდევ ერთხელ დასდო ბრალი ყოფილ მწვრთნელს. იყო დრო, როდესაც ოლგა კორბუტის სახელი მთელს მსოფლიოს აზანზარებდა, 1972 წელს, მიუნხენის ოლიმპიადის შემდეგ, სადაც 17 წლის ოლგამ სამი ოქროს მედალი მოიგო, პოპულარობით თვით იური გაგარინსაც კი გადაასწრო.მისი შესრულებულმა უნიკალურმა ელემენტმა, რომელიც ცნობილია სახელით "კორბუტის მარყუჟი", (დღეს უკვე აკრძალული) მსოფლიო დიდება მოუტანა მას.სწორედ კორბუტის შემდეგ დაიწყო აშშ-ში სპორტული ტანვარჯიშის ბუმი. ![]() კორბუტმა კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ყოფილი მწვრთნელი, რენალდ კნიში გაუპატიურებაში, პირველად ამის შესახებ ოლგამ სახალხოდ 90-იანი წლებში განაცხადა, ხოლო შემდგომ გამოცემულ წიგნში დაწვრილებით აღწერა ეს ინციდენტი. ![]() კორბუტი:"ეს იყო, არ ვიცი, როგორაა რუსულად Molesting...ძალადობა, შეურაცხყოფა .... მიუნხენის ოლიმპიადის დაწყებამდე მან უბრალოდ გამაუპატიურა. ეს არის სიმართლე და ვცხოვრობ ამით, ძალიან რთულია. დავმალე ეს ამბავი. ძალიან მრცხვენოდა. ეს მოხდა მინსკში, სასტუმრო "საიუბილეოში" ოლიმპიური თამაშების დაწყების წინ, როდესაც 17 წელი შემისრულა ... შემდგომში მან კიდევ ერთი გოგო მოამზადა ამისთვის, მაგრამ გოგონამ მშობლებს უთხრა, მისი ციხეში ჩაყუდება უნდოდათ." კნიში:"სიცრუეა ეს ყველაფერი, თავიდან ბოლომდე, ცილისწამება!რა თავხედობაა, ამაზრზენი უტიფრობა!" კორბუტი:"რენალდ ივანოვიჩ, თქვენ კარგად იცით, რომ ეს სიმართლეა და ნუ ამბობთ ჩემი მისამართით ცუდ სიტყვებს. ეს არ გრძელდებოდა მხოლოდ ერთი წელიწადი, ეს გრძელდებოდა დიდხანს. მე მაშინ პატარა ვიყავი." კნიში:"რა ძუკნაა! მსგავსი არაფერი ყოფილა, მე ძალიან შორს ვიყავი ასეთი აზრებისგან..აი როგორია ჩემს მიმართ მადლიერება, რომ ცნობილი გაგხადე" კორბუტი:"უნდა ატარო ეგ ცოდვა რაც ჩემს მიმართ ჩაიდინეთ და არა მარტო ჩემს მიმართ..მე თქვენ პატივს გცემთ, როგორც მწვრთნელს, მაგრამ როგორც ადამიანი, ჩემთვის არარაობა ხართ." ![]() ამჟამად 63 წლის კორბუტი ისევ გათხოვებას აპირებს შეძლებულ ამერიკელზე, ჯეი შეფილდზე (მანამდე მან 22 წელიწადი იცხოვრა ანსამბლ "Песняры"-ის სოლისტთან, ლეონიდ ბორტკევიჩთან, რომელსაც 2000 წელს დაშორდა) ასევე დაგაინტერესებთ:გასული საუკუნის სპორტული რეკორდები, რომელიც დღემდე დაუძლეველია 966 8-ს მოსწონს
|