სხვა გათხოვილ მწვრთნელს და მასწავლებელს 5 სტუდენტთან ჰქონდა ინტიმური კავშირი 2019, 4 დეკემბერი, 14:37 როგორც გაირკვა.კოლეჯში მუშაობის დროს მასწავლებელი ხუთ სტუდენტთან იწვა, მიუხედავად იმისა, რომ ის გათხოვილი იყო. 30 წლის ფიონა ვიოტი (Fiona Viotti) 2013 წლიდან 2019 წლამდე მუშაობდა ისტორიის მასწავლებლად და წყალბურთის მწვრთნელად, კეიპ- თაუნის ეპარქიალურ კოლეჯში(სამხრეთ აფრიკა). ოქტომბერში ფიონამ სამსახური მას შემდეგ მიატოვა, როდესაც ცნობილი გახდა 18 წლის სტუდენტთან სექსუალური ურთიერთობის შესახებ. თუმცა გამოძიების დროს დადგინდა, რომ მუშაობის დროს მას მინიმუმ კიდევ ხუთ ახალგაზრდასთან იწვა, რომლებსაც წყალბურთში ამეცადინებდა. გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვიოტი ეროტიული ხასიათის ფოტოებს და ვიდეოებს აგზავნიდა, რომლებიც შემდგომში გამოქვეყნდა პორტალ Pornhub- ზე. როდესაც გოგონამ გაარკვია, რომ ვიდეოები ღია ქსელში იყო, მისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა გახდა საჭირო. მისი ადვოკატის თქმით, ფიონა ამჟამად "არასტაბილურ მდგომარეობაშია". სამხრეთ აფრიკის კანონების მიხედვით, სექსზე ურთიერთთანხმობის ასაკი 16 წელია. რადგან ყველა ახალგაზრდა, რომელთანაც ფიონა იწვა 18 წლისაა, ეს არ განიხილება სისხლის სამართლის დანაშაულად. ამასთანავე ამ ამბის გახმაურების შემდეგ ახალგაზრდა ქალმა მაშინვე განცხადება დაწერა სამსახურიდან წასვლის შესახებ, ამიტომ მასზე რაიმე დისციპლინური სანქცია არ შეიძლება იყოს გამოყენებული. მოსწავლეთა მშობლებმაც არ წაუყენეს ბრალი. ფიონა ვიოტი ცნობილი წყალბურთელი და ყოფილი მოდელია. 2009 წელს იგი ჟურნალ Sports Illustrated- შიც კი გამოჩნდა, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი "ლამაზმანი სპორტსმენი". ფიონამ ერთი წლის წინ დაქორწინდა, მაგრამ Fox News– ის თანახმად, ამ სკანდალის შემდეგ წყვილმა ურთიერთობა გაწყვიტა. 2151 3-ს მოსწონს
|