x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
გოგონამ ლეიკოპლასტირისგან დამზადებული "ფეხსაცმლით" მოიგო სამი ოქროს მედალი
image

ახალგაზრდა სპორტსმენმა სამი ოქროს მედალი მოიგო 400, 500 და 800 მ დისტანციაზე, მიუხედავად იმისა, რომ ის თითქმის ფეხშიშველ ასპარეზობდა.



ყოველთვის არსებობენ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ არა მარტო გამოძვრნენ უიმედო სიტუაციიდან, არამედ იპოვონ გზა, რომ გახდენ გამარჯვებულიც.


ასეთია რეი ბულოსი - ფილიპინელი გოგონა ილოილოს პროვინციიდან, რომელიც მონაწილეობდა სირბილში შეჯიბრში და გაიმარჯვა სამ დისტანციაზე - 400, 500 და 800 მეტრზე . მისი გამარჯვება გასაკვირია იმით, რომ გოგონას ნორმალური ფეხსაცმელიც კი არ ჰქონდა - მან თავად "შეიკერა" სპორტული ფეხსაცმელი ლეიკოპლასტირისგან.


image

როგორც TheSummitExpress-ი იუწყება, გოგონას იმის საშაულებაც არ ჰქონდა, რომ ნორმალური სპორტული ფეხსაცმელი ჰქონოდა, ამიტომ პატარა რეისმა ლეიკოპლასტირისგან დაამზადა "ფეხსაცმელი". ბედის ირონიით, გოგონამ ზედ წარწერაც გაუკეთა NIKE და ემბლემაც მიახატა.

image

მიუხედავად ამისა(ან შესაძლოა ამ "ფეხსაცმლის" დახმარებით), გოგონა სამჯერ მივიდა ფინიშზე პირველი.

image

იმედია, ამის შემდეგ სპორტული ორგანიზაციები და კომპანიები სათანადო ყურადღებას დაუთმობენ მოზარდ ნიჭიერ სპორტსმენს და ამის შემდეგ გოგონას ნორმალური სპორტული ფეხსაცმელი ექნება.

image

1
726
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
726
  
2019, 13 დეკემბერი, 2:17
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1