x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ველომრბოლელმა ფინიშის ხაზის გადაკვეთისას საკუთარი ცოლი გაიტანა(ვიდეო)
image

ეს არის საკმაოდ არასასიამოვნო მომენტი, როდესაც პროფესიონალი ველოსიპედისტი იგებს სპრინტს და რამდენიმე წამის შემდეგ ეჯახება საკუთარ ცოლს იმ მომენტში, როდესაც მის გამარჯვებას ფოტოპარატზე აფიქსირებს ფინიშის ხაზის გადაკვეთისას.


ლუის კარლოს ჩიას დროც კი არ ჰქონდა, რომ ეზეიმა თავისი ტრიუმფი Vuelta Colombia-ის ყოველწლიური ველორბოლის მესამე ეტაპზე მოულოდნელი ავარიის გამო.

image


ტელეკომენტატორებმა მაშინვე გააშუქეს შეტაკება. მაგრამ მხოლოდ მოგვიანებით გაიგეს, რომ ყვითელ მაისურში გამოწყობილი ველომრბოლელის მიერ ნოკაუტირებული ქალი მისივე ცოლი იყო.

image

პირდაპირი ეთერის კადრებში ჩანს კლაუდია რონკანსიო, რომელიც წევს მყარ ბეტონზე გახელილი თვალებით, თუმცა აშკარად უგონო მდგომარეობაში.


დაეცა ფინიშის ხაზს გაცდენილი ლუის კარლოსიც. დაშავებულ მამაკაცს ველოსიპედი მოაშორეს, ჯერ ადგილზე აღმოუჩინეს დახმარება, შემდეგ კი წამოდგომაში მიეხმარნენ, სპორტსმენი კოჭლობდა.


ავარიამ სპორტმესნს ხელი არ შეუშალა, რათა განაგრძოს პრესტიჟული ჯილდოს მოსაპოვებლად ბრძოლა, რომელიც 1951 წლიდან ტარდება, ცნობილი "ტურ დე ფრანსის" მიბაძვით.


ველომრბოლელის ცოლი კლაუდია, ყოფილი ველოსიპედისტია, რომელიც ახლა ფოტოგრაფობს, ქმართან ერთად მოგზაურობს და მის სპორტულ მიღწევებს აფიქსირებს.

image

ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, თავზე რამდენიმე ნაკერის დადება დასჭირდა. წყვილს მედიასთან ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი სიურეალისტურ ინციდენტზე, თუმცა ლუისმა კოლუმბიურ გაზეთს მოკლე ინტერვიუ მისცა ”მინდოდა დამუხრუჭება, მაგრამ ველოსიპედს რეაგირება არ ჰქონდა.

image

„მე დავეჯახე ჩემს ცოლს, მაგრამ ეს შეიძლებოდა სხვა ადამიანი ყოფილიყო?“.ბოლოს კი დასძინა:"არ მესმის, რატომ არ გადავიდა გზიდან?"

0
994
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
994
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0