სხვა საქართველო ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე -(1992-2024)სტატისტიკა 12 აგვისტო, 11:50 საქართველო, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა პირველად ოლიმპიურ თამაშებზე 1992 წლიდან მონაწილეობს, სადაც ბარსელონაში სამი ოქროს მოდელი მოვიპოვეთ, (დავით ხახალეიშვილი (ძიუდო) კახი კახიაშვილი (ძალოსნობა) - ლერი ხაბელოვი (თავისუფალი ჭიდაობა) 3 ოქროს გამეორება მხოლოდ პეკინის 2008 წლის და წლევანდელ, პარიზის ოლიმპიადაზე მოვახერხეთ, მთლიანად მედლების ყველაზე მეტი რაოდენება (8)ისევ ბარსელონას და რიო-დე -ჟანეიროს (2016)ოლიმპიადზე მოვიპოვეთ, ბარსელონას ოლიმპიადიდან კიდევ ერთი რეკორდია მოუხსნელი, ქვეყნების მიხედვით საქართველომ მე-20 ადგილი დაიკავა. მეორე ყველაზე საუკეთესო შედეგი წლევანდელი, პარიზის ოლიმპიადა გამოდგა-24-ე ადგილი. თუ უფრო წარსულში გავიხედავთ, რა დროსაც საქართველო სსრკს-ს შემადგენელობაში გამოდიოდა, პირველსავე ოლიმპიადაზე(ჰელსინკი -1952) ქართველებმა 3 ოქროს, 4 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს-დავით ციმაკურიძე (თავისუფალი ჭიდაობა) - I ადგილი, რაფაელ ჩიმიშკიანი (ძალოსნობა) - I, მედეა (მზია) ჯუღელი (ტანვარჯიში) - I და II, ოთარ ქორქია (კალათბურთი) - II, ნოდარ ჯორჯიკია (კალათბურთი) - II, ლევან სანაძე (მძლეოსნობა) - II, ნადეჟდა ხნიკინა (მძლეოსნობა) - III, ნინო დუმბაძე (მძლეოსნობა) - III, ელენე გოკიელი (მძლეოსნობა) - IV რაც შეეხება ქართველების რეკორდს მედლების მხრივ, დღემდე მოუხსნელია მიუნხენის 1972 წლის ოლიმპიადის მონაგარი-16 მონაწილე. 6 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი. ვიქტორ სანეევი (მძლეოსნობა) - I, ლევან თედიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) - I, შოთა ჩოჩიშვილი (ძიუდო) - I, ზურაბ საკანდელიძე (კალათბურთი) - I, მიხეილ ქორქია (კალათბურთი) - I, ვიქტორ კრატასიუკი (საბაიდარო ნიჩბოსნობა) - I, დიტო შანიძე (ძალოსნობა) - II, ომარ ფხაკაძე (ველოსპორტი) - III, გივი ონაშვილი (ძიუდო) - III, მურთაზ ხურცილავა (ფეხბურთი) - III, რევაზ ძოძუაშვილი (ფეხბურთი) - III, ქეთევან ლოსაბერიძე (მშვილდოსნობა) - IV, თინათინ ლეკვეიშვილი (ცურვა) - IV, ჯემალ მეგრელიშვილი (კლასიკური ჭიდაობა) - V, გურამ გოგოლაური (ძიუდო) - V, გიორგი ნასყიდაშვილი (სანიჩბოსნო სლალომი) - XXXI. საქართველოს მედლები ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე
147 4-ს მოსწონს
|