სხვა რუსი ტანმოვარჯიშე მაისურზე "Z" წარწერით თავხედურად გვერდზე დაუდგა უკრაინელს დაჯილდოების დროს 2022, 6 მარტი, 10:25 ![]() შაბათს, 5 მარტს, ტანმოვარჯიშე ივან კულიაკის ქმედებამ აღშფოთება გამოიწვია იმით, რომ მაისურზე ომის რუსული სიმბოლო "Z" ჰქონდა მიხატული, როდესაც კვარცხლბეკზე უკრაინელ სპორტსმენთან ერთად დადგა. რუსეთის ყოფილმა ჩემპიონმა იუნორთა შორს კულიაკმა დოჰაში გამართულ მსოფლიო თასზე ძელზე ასპარზობისას მესამე ადგილი დაიკავა. ჩემპიონი გახდა უკრაინელი ილია კოვტუნი. როდესაც ტანმოვარჯიშეების დაჯილდოების დრო დადგა და მედლების გადაცემისას კვარცხლბეკზე ისინი გვერდიგვერდ დადგნენ, რუსი სპორტსმენის მკერდზე აშკარად ჩანდა ასო "Z" . ![]() როგორც ცნობილია, ასო "Z", პუტინის "სპეცოპერაციის" სიმბოლოა, რაც რუსულად იშიფრება როგორც "გამარჯვებისთვის", ასო Z-ი რუსულ ტანკებზე და სხვა სამხედრო ტექნიკაზეა მიხატული. ![]() ასევე შემჩნეული იყვნენ პუტინის მომხრე პოლიტიკოსები, აქტივისტები და გავლენიანები პირები, რომლებსაც ტანსაცმელზე "Z" სამკერდე ნიშნები უკეთიათ, რითაც ღიად გამოხატავენ პუტინის პოლიტიკის მხარდაჭერას. პროდუქციას "Z" წარწერით კრემლის მიერ დაფინანსებული ტელეარხი Russia Today ყიდის. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ "Z" ნიშნავს გამარჯვებას. 795 4-ს მოსწონს
|