x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ალინა კაბაევასთვის ის იყო ერთადერთი სიყვარული-მას შემდეგ ცნობილი ტანმოვარჯიშე პირად ცხოვრებაზე აღარ საუბრობს
image


ალინა კაბაევა არის რიტმული ტანვარჯიშის ვარსკვლავი და უბრალოდ ლამაზი ქალი.მასზე დიდი ხანია ამბობენ, ქვეყნის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთანაც ჰქონდა(ან ახლაც აქვს) რომანიო, თუმცა ალინა კაბაევა უკვე წლებია პირად ცხოვრებაზე საერთოდ აღარ საუბრობს, მას შემდეგ, როდესაც ნამდვილ პირველ სიყვარულში იმედგაცრუება ელოდა . ამ კაცთან რომანის შემდეგ, იგი მუდმივად სიჩუმეს ამჯობინებს.



2000-იანი წლების დასაწყისში კაბაევა პოპულარობის პიკზე იყო - ტანვარჯიშის შეჯიბრებებში ტოლი არ ჰყავდა. მაგრამ საზოგადოებას ტრადიციულად არა მხოლოდ მისი სპორტული მიღწევები აინტერესებდა, არამედ მისი პირადი "მიღწევებიც". ახალგაზრდა და მომხიბვლელ კაბაევას საკმარისი თაყვანისმცემლები ჰყავდა, მაგრამმოხდა ისე, რომ ყველა მათგანს შორის ალინას შეუყვარდა სწორედ ის ადამიანი, რომელმაც საბოლოოდ გული გაუტეხა.


ტანმოვარჯიშის პირველი ნამდვილი სიყვარული იყო შთამბეჭდავი ქართველი კაცი, პოლიციელი დავით (შალვა) მუსელიანი. ალინა მხოლოდ 19 წლის იყო, როდესაც მათი ურთიერთობა დაიწყო. დავითი კი მასზე 14 წლით უფროსი იყო. იმ დროს იგი მუშაობდა მოსკოვის პრესნენსკოეს პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ . ალინა არ მალავდა თავის გატაცებას - ის საზოგადოებაში ხშირად ჩნდებოდა თავის ეფექტურ მეგობარ მამაკაცთან ერთად და ის, თავის მხრივ, თან ახლდა მას საბერძნეთის ოლიმპიადაზე.



კაბაევა ღიად საუბრობდა, რომ იგი რჩეულთან ერთად ქორწილისთვის ემზადებოდა და საჯაროდ აღიარა მისი სიყვარული და მას მოფერებით უწოდებდა"ჩემი ტკბილუკას" და "ჩემი სიყვარულუკას".

image

როგორც ჩანს, ძლევამოსილმა მწვრთნელმა ირინა ვინერმაც კი, რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, ყოველთვის თვალყურს ადევნებდა თავისი აღსაზრდელების პირად ცხოვრებას, ვერანაირად ვერ იმოქმედა კაბაევაზე. მიუხედავად იმისა, რომ მანამდე ცოტა ხნით ადრე, სწორედ მწვრთნელმა დაარწმუნა ალინა, სპარტაკის ფეხბურთელ მაქსიმ ბუზნიკინთან გაეწყვიტა ურთიერთობა. სავარაუდოდ, მან ჩათვალა, რომ ის არ იყო "კარგი პარტია" გამოჩენილი ტანმოვარჯიშესთვის. კაბაევა არ დაემორჩილა მშობლებს, ქორწილს აღარ დაელოდა და დავითთან გადავიდა საცხოვრებლად.


"შტამპის" გარეშე თანაცხოვრება კაბაევას ოჯახს არ მოეწონა . მაგრამ როგორც ჩანს, კაბაევას მუსელიანი სიგიჟემდე შეუყვარდა- იგი მზად იყო მისი გულისთვის ყველაფერი გაეკეთებინა.


შეყვარებულებს 2004 წლის ზაფხულში სურდათ ურთიერთობის გაფორმება, მაგრამ ოლიმპიადის გამო რეგისტრაცია ერთი წლით გადადეს.


„რა თქმა უნდა, შეგვეძლო დაქორწინება ზამთარში ან გაზაფხულზე, მაგრამ არ მინდა ავჩქარდეთ. სანამ საბოლოოდ დავტოვებ დიდ სპორტს, მინდა მონაწილეობა მივიღო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან შეჯიბრებებში, მაგალითად, იაპონიის ტურნირზე. შემდეგ კი, ყოველგვარი ზედმეტი მღელვარების გარეშე, დავიწყოთ დღესასწაულისთვის სამზადისი. მე და დავითი მოუთმენლად ველით ამ დღეს“, - განაცხადა სპორტსმენმა.



სანამ ალინა გულწრფელი იყო პრესასთან და გუნებეში ცდილობდა წარმოედგინა, როგორი საქორწილო კაბა ექნებოდა, ჟურნალისტები აქტიურად იქექებოდნენ და გამოჩხრიკეს რამდენიმე უსიამოვნო ფაქტი. თავიდან გაირკვა, რომ დავითმა კაბაევას ძვირადღირებული მანქანა აჩუქა, რასაც მალევე მოჰყვა შიდა გამოძიება მუსელიანსა და მის შემოსავალზე. თვით ტანმოვარჯიშესაც კი მოუწია ჩვენების მიცემა, ის მზად იყო ბოლომდე დაეცვა შეყვარებული.


„ჯობია საერთოდ არაფერი დაწერონ ჩემზე, უბრალოდ დაივიწყონ, სულ ესაა. ახლა კი შალვამ შეიძლება სამსახური დაკარგოს. მიყვარს ეს კაცი, მალე დავქორწინდებით. და მე მინდა მარტო დავრჩეთ“, - განუცხადა კაბაევამ პრესას.


მაგრამ ეს ყველაფერი არ იყო. მალე კიდევ უფრო უსიამოვნო ფაქტები გაჩნდა., ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ რეალურად მუსელიანი ოფიციალურად დაქორწინებული იყო და ერთი ქალიშვილიც ჰყავდა. შემდეგ კი პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ტემპერამენტიანმა ქართველმა მსახიობ ანა გორშკოვას ხიბლს ვერ გაუძლო - ისინი ერთად გამოჩნდნენ სოციალურ ღონისძიებაზე.


გორშკოვამ უარყო რაიმე რომანტიული კავშირი კაბაევას საქმროსთან და თქვა, რომ ისინი მხოლოდ მეგობრები იყვნენ, თუმცა ეს არავის სჯეროდა.

image

უკვე ძნელი გამოსაცნობი აღარ არის, თუ რა იყო ალინასთვის ბოლო წვეთი, მან ვეღარ აპატია საყვარელს .


მუსელიანთან ქორწილი, რომელზეც ასე ოცნებობდა, არ შედგა. კაბაევას გული გაუტყდა და ტანმოვარჯიშემ პირობა დადო - აღარასდროს ისაუბროს პრესასთან პირად ცხოვრებაზე და კაბაევა აგერ უკვე წლებია ასრულებს თავის პირობას.


რას საქმიანობს დღეს მუსელიანი?ის გაქრა არეალიდან- ცნობილია მხოლოდ ის, რომ მან ორგანო დატოვა და ბიზნესში წამოიწყო, მაგრამ როგორ განვითარდა მისი პირადი ცხოვრება ვარსკვლავთან რომანის შემდეგ, უცნობია.

0
478
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
478
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0