x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
პუტინის ფავორიტი მოცურავე, რომელსაც ქვეყნის დროშა ეჭირა 2012 წლის ოლიმპიადაზე, უკანმოუხედავად გარბის ქვეყნიდან
imageვლადიმირ პუტინის ფავორიტი სინქრონული მოცურავე, რომელსაც 2012 წლის ლონდონის ოლიმპიურ თამაშების დახურვაზე რუსეთის დროშის ტარება მიანდეს, ქვეყნიდან გაიქცა „უკან დაბრუნების შანსის გარეშე“.


39 წლის ანასტასია დავიდოვამ, ხუთგზის ოქროს მედალოსანმა და რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის ამჟამინდელმა გენერალურმა მდივანმა, შოკში ჩააგდო კრემლი და შეუერთდა იმ ათასობით ადამიანს, რომლებიც პუტინის მობილიზაციის ბრძანების შემდეგ ტოვებენ ქვეყანას.

imageფოტოზე: დავიდოვა მოსკოვის მერთან ერთად ოლიმპიური ცეცხლით სოჭის 2014 წლის ოლიმპიადაზე



მისი გადაწყვეტილება უკრაინაში პუტინის წამოწყებულ ომთან არის დაკავშირებული, მაგრამ მას ჯერ არ გაუკეთებია განცხადება ამ ნაბიჯის გადადგმის შესახებ.



რუსეთის სინქრონული ცურვის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ოლგა ბრუსნიკინამ განაცხადა, რომ დავიდოვას უეცარი წასვლის გამო "ყველა შოკირებულია".


დავიდოვას პატივი ერგო 2012 წლის ლონდონში ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიაზე რუსეთის დროშა ჭირებოდა ხელში, (მთავარი მარცხენა ფოტო) სადაც ოქროს მედლის მოპოვება შეძლო. მან ასევე მოიგო ოქრო ათენში 2004 წელს, პეკინში 2008 წელს იგი არის 13-გზის მსოფლიო ჩემპიონია.


დავიდოვა გასულ წელს პუტინმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა(მთავარი მაჯვენა ფოტო) და მისი გადაწყვეტილება რუსეთის დატოვების შესახებ კრემლის ლიდერისთვის დიდი სიმბოლური დარტყმაა.

2019 წელს დავიდოვამ პუტინი მიიღო სინქრონული ცურვის ახლად გახსნილ ცენტრში, რომელიც მისივე სახელობის არის(ქვემოთ ფოტოზე)

image

კრემლის მომხრე მედია შეტევაზე გადავიდა მის საქციელს ამაზრზენი უწოდა.


ანალოგიურად, ცნობილი გახდა, რომ მაღალჩინოსანმა რუსმა მოსამართლემ დატოვა ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლო, ქვეყნის ელიტა უარს ამბობს ემსახუროს თავის ტირან პრეზიდენტს.

image

კონსტანტინე არანოვსკი(ფოტოზე) პენსიაზე გავიდა 57 წლის ასაკში, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური საპენსიო ასაკი 70 წელია.


საკონსტიტუციო სასამართლომ უახლოეს მომავალში უნდა განიხილოს პუტინის მიერ უკრაინის ანექსიის კანონიერება.





4
583
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
583
  
6 ოქტომბერი, 3:42
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

4 ოქტომბერი, 23:04
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

1 ოქტომბერი, 22:50
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

30 სექტემბერი, 1:41
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4