საზოგადოება „რუსთავი 2“-თან მომხდარი დაპირისპირების გამო კიდევ ორი მამაკაცი დააკავეს 2018, 3 აპრილი, 15:12 . დღეს სამართალდამცავებმა კიდევ 2 პირი დააკავეს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ოფისთან 19 მარტს მომხდარი ძალადობის გამოძიების ფარგლებში. სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულ პირებს ბრალად ედება ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობა, რაც ისჯება ჯარიმით, ან ორიდან ხუთ წლამდე პატიმრობით.
.
შეგახსენებთ, ამავე საქმეზე, 23 მარტიდან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება “ქართული მარშის” 6 წარმომადგენელი. მათ ბრალად ედება ძალადობით და ძალადობის მუქარით, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ხულიგნობა, ცემა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება.
.
გამოძიების ცნობით 19 მარტს, “ქართული მარშის” წარმომადგენლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტს, დავით ერაძეს და დააზიანეს ტელეკომპანიის იურისტის, თამთა მურადაშვილის ავტომანქანა. “ქართული მარში” აპროტესტებდა გადაცემა P.S.-ის წამყვანის, გიორგი გაბუნიას ხუმრობას, იესო ქრისტესა და ბიძინა ივანიშვილის მიერ აჭარიდან ხეების გადარგვის შესახებ.
.
„ქართული მარშის“ წევრები დაკავებულებს სინდისის პატიმრებს უწოდებენ და ხელისუფლებას მათ გათავისუფლებას სთხოვენ.
.
20 შეფასება არ არის
|