რელიგია ტესტი-ვიქტორინა-რა ვიცით აღდგომის დღესასწაულის შესახებ? 2018, 2 აპრილი, 9:26 აღდგომა შობასთან ერთად უპირველესი რელიგიური დღესასწაულია ქრისტიანულ სამყაროში.აღდგომის აღნიშვნა და წეს-ჩვეულებები მოხსენიებულია ქართულ ისტორიულ წყაროებში, იგივე "ქართლის ცხოვრებაში" და ისტორიკოსის, ვახუშტი ბატონიშვილის ნაწარმოებში "აღწერა სამეფოსა საქართველოსა"-ში. აღდგომა მოძრავი დღესასწაულია და აღინიშნება გაზაფხულის ბუნიობის შემდგომ, პირველ სავსემთავარეობის მომდევნო კვირას. სააღდგომო ტრადიციებს შორის გამორჩეული იყო ჭონა, ანუ ჭონაობა, რა დროსაც ახალგაზრდობა იკრიბებოდა, საგალობლით ქრისტეს აღდგომას ულოცავდა ხალხს, სოფელს კარდაკარ დაუვლიდნენ სიმღერით "„ალანთასა, ბალანთასა ჩამოვკიდამთ კალათასა, ერთი კვერცხი ჩაგვიგდევით, ღმერთი მოგცემთ ბარაქასა" ან კიდევ " ჩიტი შემოჯდა, იძახდა ქიშმიშობასა, ღმერთმა დაგასწროთ აღდგომა-ქრისტეშობასა".ოჯახის დიასახლისი კი მათ კვერცხებით, ტკბილი კვერებით, ხილით და ზოგჯერ ფულითაც ასაჩუქრებდა. დღის ბოლოს შეგროვილ ხორაგს მთელი სოფლის ახალგაზრდობა შემოუსხდებოდა და ილხენდა.იყო ცეკვა-თამაში და შეჯიბრი ჭიდაობაში. გურიაში ტრადიციულად ლელო იმართება. 16 კილოგრამიან ტყავის ბურთს სილითა და ნახერხით ავსებდნენ და აგუნას წვენს ასხამდნენ.( აგუნა უძველესი წარმართული რიტუალიდან გადმოსული ღვინის დღესასწაულია, რომელიც დღეს მიივიწყეს) თამაშის ფინალი ანუ გამარჯვების საზღაური მუდამ ერთია. ორივე მხარე თავისთვის ჩაუთქვამს რომელიმე გარდაცვლილი ახალგაზრდას ან ფრიად საპატივცემულო პიროვნების საფლავზე ბურთის ატანას, გამარჯვებული გუნდის წარმომადგენლები დამარცხებულთან ერთად მიდიან საფლავზე და იქ შესანდობარს სვამენ. ახლა კი ტესტი-ვიქტორინა "რა ვიცით აღდგომის დღესასწაულის შესახებ? გამოცადეთ თავი და მეგობრებსაც გაუზიარეთ. გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! იხილეთ აგრეთვე270 9-ს მოსწონს
|