სხვა ქოთნის იების სილამაზის 5 საიდუმლო 2018, 4 აპრილი, 15:53
თუ თქვენც იების თაყვანისმცემელთა რიცხვს ეკუთვნით, აუცილებლად უნდა იცოდეთ 5 საიდუმლო, რომელიც ამ მცენარეებზე ზრუნვას გაგიადვილებთ და თქვენს იებს ყოველთვის ლამაზი და ჯანმრთელი იერი ექნება!
ნებისმიერ მცენარეს ესაჭიროება სასუქი და ია – გამონაკლისი არ არის. ფლორისტების უმრავლესობა თანხმდება, რომ იისთვის საუკეთესო სასუქი, შავი ჩაის ნაყენია. მაგრამ, არა მორჩენილი ფოთლები, არამედ ოთახის ტემპერატურაზე გაციებული თხევადი ნაყენი. მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ ამ სასუქის გამოყენება არ შეიძლება. ამ ნაყენით მცენარის მორწყვა მხოლოდ გაზაფხულზე არის რეკომენდირებული. ხოლო წლის სხვა სეზონებზე, საჭიროა სპეციალური, იებისთვის განკუთვნილი სასუქის შეძენა. თუმცა, საფუძვლად* აუცილებლად ჩაის ნაყენი უნდა გამოიყენოთ.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქოთანი დიდი არ იყოს. უფრო მეტიც, ის იმდენად პატარა უნდა იყოს, რომ შთაბეჭდილება იქმნებოდეს, თითქოს ყვავილი ძალიან ვიწროდ არის მასში. დიდი ზომის ქოთანში მცენარის დარგვის შემთხვევაში, მას ფესვები და ფოთლები გაეზრდება და შეიძლება, ყვავილი არასდროს გამოიტანოს.
იმ შემთხვევაში, თუ ზემოდან მორწყვა გირჩევნიათ, იმდენი წყალი უნდა დაასხათ, ვიდრე ქოთნის ძირიდან არ გამოჟონავს. ხოლო იმისთვის, რომ წყალი ფოთლებს არ მოხვდეს, ის ქოთნის კიდესთან უნდა დაასხათ.
ექსპერიმენტებით თავი რომ არ დაიტანჯოთ, უმჯობესია თავიდანვე შეიძინოთ იებისთვის განკუთვნილი სპეციალური გრუნტი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იები მეტისმეტად მგრძნობიარენი და პრეტენზიულები არიან ნიადაგისადმი. თუ გამზადებული სუბსტრატი ვერ იშოვეთ, შეგიძლიათ თავად მოამზადოთ, ქვემოთ მოცემული რეცეპტით: შენიშვნა: რეცეპტში მოცემული ხის ნახშირი, შეგიძლიათ აქტივირებული ნახშირით (აფთიაქში იყიდება) ჩაანაცვლოთ.
ია მარტოობის ყვავილია? ლეგენდა შექმნის და მისი სასარგებლო (ფერების მიხედვით) თვისებების შესახებ 1922 5-ს მოსწონს
|