სხვა ია მარტოობის ყვავილია? ლეგენდა შექმნის და მისი სასარგებლო (ფერების მიხედვით) თვისებების შესახებ 2016, 3 ივნისი, 13:00
ძველი ბერძნული მითის თანახმად, ტიტანი ატლასის ერთ-ერთმა ქალიშვილმა, მასზე შეყვარებული აპოლონის დევნისგან თავის დასაცავად, დახმარებისთვის ზევსს მიმართა. მეხის მტყორცნელმა გოგონა იად გადააქცია და თავის ზეციურ ტყეში დამალა. შესაძლებელია, რომ ადამიანებს არასოდეს ენახათ ია, რომ არა ერთი შემთხვევა: ერთხელ, პერსეფონა, ზევსის და ნაყოფიერების ქალღმერთის, დემეტრას ქალიშვილი, ქვესკნელისა და საიქიოს მბრძანებელმა, აიდმა მოიტაცა, სწორედ იმ დროს, როდესაც ის ამ მშვენიერ ყვავილებს კრეფდა. შეშინებულმა გოგონამ იები მიწაზე მოაბნია. წუხილის ასოციაციის მიუხედავად, ია ანტიკურ ეპოქაში, ბერძნებისთვის, ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ყვავილი იყო. ისინი ამ ყვავილით სახლებს, ტაძრებს და ღმერთების ქანდაკებებს რთავდნენ. ამასთან, ეს ყვავილი, ათენის სიმბოლოც იყო და მხატვრები ქალაქს იის გვირგვინიანი ქალის სახით ასახავდნენ. დღესაც არსებობს აზრი იმის შესახებ, რომ ია მარტოობის ყვავილია და სადაც ის არის, ძალიან ძლიერი ქალური ატმოსფერო იქმნება, რომელსაც მამაკაცის ენერგეტიკა ვერ ეგუება. მაგრამ, ამასთან ერთად, არსებობს დიამეტრალურად საპირისპირო აზრიც, რომლის მიხედვით, იას ოჯახისთვის სიმშვიდე და ჰარმონია მოაქვს და არსებობს ცრურწმენაც, რომლის მიხედვით, თუ გასათხოვარი გოგონა გათხოვილი ქალისგან საჩუქრად იას მიიღებს, უახლოეს მომავალში, ოჯახს შექმნის. და თუ ასეთ საჩუქარს, ქალს მამაკაცი გაიკეთებს, სავსებით შესაძლებელია, რომ სწორედ ის გახდეს მისი რჩეული.
გარდა ამისა, ფერების მიხედვით, განსხვავებულია ამ მცენარის ენერგეტიკა და დანიშნულება: * თეთრი ყვავილი დადებით გავლენას ახდენს პატარა ბავშვებზე. ის მათ აგრესიის დამარცხებაში ეხმარება. თეთრი ია აუცილებლად უნდა იყოს მგრძნობიარე ადამიანის სახლში, რადგან ის დამამშვიდებლად მოქმედებს შინაგანი განცდებისა და შფოთის შემთხვევაში. თეთრი ია ასუფთავებს სულს სტრესისგან და განშორებით გამოწვეულ ტკივილს აყუჩებს. * წითელი და ვარდისფერი იები, ადამიანს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში ეხმარებიან. სახლში, სადაც ასეთი ყვავილები არის, ადამიანები, ფაქტიურად, არ ავადმყოფობენ. ისინი ადამიანს მავნე ჩვევების დამარცხებაში ეხმარებიან. მაგ., როგორიც არის ჭამისადმი სიყვარული. გარდა ამისა, ეს მცენარეები იდეალურია პესიმისტებისთვის და მათთვის, ვინც საკუთარი ცხოვრებით უკმაყოფილო არის. წითელ და ვარდისფერ იებს ადამიანის დეპრესიიდან გამოყვანა და მისი ცხოვრებისადმი დამოკიდებულების შეცვლა შეუძლიათ. * იისფერი ყვავილი სიბრძნისა და სულიერების სიმბოლოდ ითვლება და ყველაზე მეტი სარგებლობის მოტანა მასწავლებლებისთვის და ფსიქოლოგებისთვის შეუძლია. იისფერი იები ადამიანებს ურთიერთობების დამყარებაში ეხმარებიან. 4520 8-ს მოსწონს |
1. ქოთანი უნდა იყოს პატარა და პლასტმასის: სიმაღლე – 10 სმ. დიამეტრი – 10-12 სმ.
2. მიწა – კარგი დრენაჟით. ქოთნის ძირში, თითქმის ნახევრამდე კენჭები და პლასტმასის პატარა ნივთები უნდა იყოს.
3. განათება – მას კარგად განათებული ადგილი უყვარს, მაგრამ არა პირდაპირი სხივები, რადგან მზემ შეიძლება მისი ნაზი ფოთლები დაწვას. შეურჩიეთ ისეთი ადგილი, რომ დღის მანძილზე, კარგად ნათდებოდეს, მაგრამ სხივები არ ეცემიაოდეს.
4. მორწყვა – წყალი მაშინ უნდა დაასხათ, როდესაც მიწის ზედაპირი გაშრება, მაგრამ ამ საქმეში გამოცდილი ადამიანები ამტკიცებენ, რომ ია ქვემოდან უნდა მოირწყას, ანუ :
ა) უნდა აიღოთ ონკანიდან წყალი და გააჩეროთ 24 საათი.
ბ) ოდნავ უნდა შეათბოთ (თბილი წყალი უფრო უყვარს).
გ) წყალი უნდა ჩაასხათ ღრმა თასში და შიგნით ჩადგათ
იის ქოთანი ისე, რომ წყალი პირამდე სწვდებოდეს, მაგრამ შიგნით არ უნდა ჩადიოდეს. წყლიდან მაშინ უნდა ამოიღოთ, როდესაც მიწის ზედაპირი დასველდება (როგორც ამბობენ, დილით რომ ჩადგავთ, საღამოსთვის უნდა ამოიღოთ.)
ამ სახით მორწყვა კვირაში ერთხელ არის საჭირო.
და ბოლოს: ყვავილების ფოთლები 3 რიგად უნდა იყოს განლაგებული. როგორც კი მეოთხე რიგი გაჩნდება, ქვედა ფოთლები მოაცილეთ და როდესაც მიწას გამოუცვლით, ის ადგილი მიწის ქვეშ მოაქციეთ.
სულ ეს არის.