საქართველო გურამ შარაძის ქალიშვილის სკანდალური განცხადება 2018, 29 მარტი, 0:11 "ერთ კვირაში თბილისში მოვდივარ და ხმაურს ვაპირებ, რაც ასე თუ ისე თქვენც იცით. ხელთ მაქვს ერთერთი ძალოვანი უწყების მაღალჩინოსანის სატელეფონო საუბარი, სადაც ჩემზე საუბრობს.საქმე მამაჩემის მკვლელობას შეეხება. ამ ჩანაწერით დაგიმტკიცებთ, თუ ვინ უშლის ხელს გურამ შარაძის მკვლელობის გამოძიებას. მან იცის ეს და ისიც იცის, რომ ადრე თუ გვიან გამოვუქვეყნებ, მიგზავნა და მიგზავნა შუამავლები, მაგრამ ...ახლა არ ვიცი რას აპირებს, სამაგიეროდ, ძალიან კარად იცის, მე რას ვაპირებ. რა დაიბადება ამათ თავებში, დღეს ვერ გეტყვით, მით უმეტეს, რომ წამისწამზე მამაჩემის მკვლელობის მონაწილეებს პოლიციის უფროსად ნიშნავენ. გთხოვთ, დელიკატურად მოეპყროთ ამ განცხადებას. ყველაფერი გაცნობიერებული მაქვს და ყველაფრისთის მზად ვარ, უბრალოდ, საჭიროდ ჩავთვალე მეთქვა. გთხოვთ, არც ზედმეტად შეშფოთდეთ, არც შეშინდეთ, არც შემიცოდოთ, არც შემაქოთ. ეს გზა 2007 წლის 20 მაისს ავირჩიე და სანამ ცოცხალი ვარ, არ გადავუხვევ." - წერს საკუთარ ფეისბუქის გვერდზე გურამ შარაძის ქალიშვილი, რუსუდან შარაძე. 1395 2-ს მოსწონს
|