x
image
მანჩო 777
ვინ არის ქალი, რომელმაც თავად კიმ ჩენ ინი მოაჯადოვა?
ჩრდილოეთი კორეა-გამოცანების, უცნაური კანონების და კონტრასტების ქვეყანაა. ერთი მხრივ, ის წარმოადგენს კომუნისტური უტოპიის ოფიციალურ ხორცშესხმას; მეორე მხრივ კი - უმკაცრესი წესები და კანონები, რომელშიც ცხოვრობენ ჩრდილო კორეელები, 30-ანები წლების საბჭოთა კავშირში არც კი დაესიზმრებოდათ, მაგრამ პოლიტიკას რომ თავი დავანებოთ, დიქტატორებისთვისაც არაა უცხო ადამიანური გრძნობები. თავად მკაცრი, ცივსისხლიანი და სასტიკი კიმ ჩენ ინის გულიც კი თურმე შეიძლება შეძრას სიყვარულმა და ვნებამ.



image



კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში, რა თქმა უნდა, არ არსებობს პოპ-ესტრადა ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში სიმღერა არ იციან. 2012 წელს თავად კიმ ჩენ ინის ბრძანებით შეიქმნა სახალხო ანსამბლი ''მორანბონი'' (''Moranbong''), რომელიც შედგებოდა ხუთი ძირითადი ვოკალისტის და თერთმეტი ინსტუმენტალისტისაგან. ჯგუფი შეიქმნა 6 წლის წინ უეცრად გაპოპულარებული სამხრეთ კორეელი შემსრულებლის PSY-ისთვის კონკურენციის გაწევის მიზნით.



image



"მორანბონის " ლიდერი ანუ როგორც ახლა ამბობენ, ფრონტვუმენი გახდა მომღერალი ხენ სონ ვოლი. ჯგუფის შემსრულებლების სტილი, რა თქმა უნდა, კომუნისტური პარტიის მიერ არის დამტკიცებული, თუმცა მომღერლებმა გაბედეს და სცენაზე ბრჭყვიალა სამოსით და შედარებით გულახდილი კაბებით წარსდგნენ. ჩრდილოეთ კორეაში ეს ჯგუფი საოცრად პოპულარულია და წარმოადგენს ერთგვარ პროგრესს ჩაკეტილი ქვენისათვის მიუხედავად იმისა, რომ სიმღერები, რომელსაც გოგონები ასრულებენ, მოგვითხრობენ არა უიმედო სიყვარულზე, მარტოობასა და განცდებზე, არამედ შრომაზე, პატრიოტიზმზე და სადაგი დღეებით გამოწვეულ სიხარულზე.



image


როგორც პრესა (არა ჩრდილოკორეული ) აღნიშნავს, ანსამბლის ლიდერი ხენ სონ ვოლი შემთხვევით სულაც არ გამხდარა. ამბობენ, რომ როცა გოგონა ის-ის იყო იწყებდა საესტრადო მომღერლის კარიერას, მის კონცერტზე შემთხვევით მოხვდა კი ჩენ ინი და.... ყურებამდე შეუყვარდა ახალგაზრდა, ლამაზი მომღერალი ქალი. გატაცება იმდენად ძლიერი იყო, რომ მამაკაცს ვერც იმან შეუშალა ხელი, რომ ხენს უკვე საქმრო ჰყავდა. კიმ ჩენ ინმა ის პაემანზე დაითანხმა (ვინ გაბედავდა და ეტყოდა უარს დიდი კიმ ჩენ ირის მემკვიდრეს?)


მაგრამ ახალგაზრდების ურთიერთობა არ მოეწონა კიმ ჩენ ირს- ახლანდელი ლიდერის მამას. ხენ სონ ვოლი რამდენიმე წლის განმავლობაში მაყურებლის თვალთახედვიდან გაქრა. ამბობდნენ, რომ ის სიკვდილით დასაჯეს; სხვა ინფორმაციით, ის ცოლად გაჰყვა მაღალჩინოსან ოფიცერს და შვილიც კი გააჩინა, თუმცა მოულოდნელად 2012 წელს ის კვლავ გამოჩნდა ეკრანზე, ამჟამად სულ სხვა სტატუსით.



image



თავად კიმ ჩენ ინი სულ სხვა ქალზე დაქორწინდა - მისი მეუღლე ლი სოლ იუ გახდა (ბედის ირონიით, ლი სოლ იუც მომღერალია). ქვეყნის ლიდერის მეუღლეზე გაცილებით მწირე ინფორმაცია არსებობს, ვიდრე ყოფილ შეყვარებულზე.



image



ამბობენ, რომ მომღერლის გამო ერთხელ ''მორანბონის'' ჩინეთში გასტროლებიც კი გადაიდო. გასტროლები ემსახურებოდა ორი ქვეყნის-ჩინეთის და ჩრდილოეთ კორეის დაახლოებას. თუმცა ღონისძიების დაწყებამდე სულ რამდენიმე საათით ადრე ტური გააუქმეს და ჯგუფი სასწრაფოდ გამოიწვიეს უკან. პრესამ ათასგვარი ჭორები გაავრცელა კონცეტის ჩაშლის მიზეზად: ერთ-ერთი ვერსიით, კიმ ჩენ ინმა ანსამბლი ხენ ვოლის გამო გამოითხოვა უკან, სამშობლოში, რადგან მომღერალს ჩინეთში საცხოვრებლად დარჩენა უნდოდა.



image



დღეს ხენ სონ ვოლი 30 წლისაა. ის არამარტო ჯგუფ"მორანბონის" სოლისტი და ანსამბლ ''სამძიიონის'' ლიდერია, არამედ კორეის სახალხო პარტიის უფროსი პოლკოვნიკიცაა და არამარტო ხენ ვოლი - სამხედრო წოდება აქვს კოლექტივის ყველა წევრს და გოგონები ხშირად გამოდიან სცენაზე სახედრო ფორმით, მაგრამ ქვეყნის ლიდერის ექს-შეყვარებულივით მაღალი წოდება არცერთს მათგანს არ გააჩნია.



image



გარდა ამისა, ხენი ხელძღვანელობდა ჩრდილოეთ კორეის ოლიმპიურ დელეგაციას სამხრეთ კორეაში იმ მიზნით, რომ 2018 წლის ოლიმპიადაზე გაერთიანებული დროშით გამოსულიყვნენ (მართლაც, 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ერთ დროს ორი დაუძინებელი მტერი-ჩრდილო და სამხრეთ კორეა ერთ გუნდად გამოვიდა).



image



სწორედ ეს გარემოებები გვაფიქრებინებს, რომ არავინ და არაფერი არ არის დავიწყებული. შესაძლებელია, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის გულში ჯერ კიდევ ცოცხლობს ძველი გრძნობები.


სხვათაშორის, ''მონარბონის'' კომპოზიციები ძალიან წააგავს 70-80 -იანი წლების საბჭოთა ესტრადას. მოუსმინეთ და თავად დარწმუნდებით ამაში.



0
275
8-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
275
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0