საზოგადოება თავდასხმა „ობიექტივის“ ჟურნალისტებზე - გადამღებ ჯგუფს დაზიანებები აღენიშნება 2018, 20 მარტი, 18:50 ტელეკომპანია „ობიექტივის“ სანფორმაციო სამსახურის ჟურნალისტსა და ოპერატორს თბილისში, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მდებარე ერთერთი სასტუმროს მეპატრონე თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. ინფორმაციას თავად ჟურნალისტები ავრცელებენ. დაზიანებები მიიღეს ჟურნალისტმა ნინო ლორჩოშვილმა და ოპერატორმა დავით მახარაძემ. როგორც „ობიექტივის“ პროდიუსერმა ილია ჩაჩიბაიამ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, ორგანიზაცია "გლობალ ბრიჯის" ხელმძღვანელი გოგა ელიბეგოვი, მისი მეუღლის მიერ წარმოებული (სავარაუდოდ უკანონო) მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიაზე თავს დაესხა "ობიექტივი"-ს გადამღებ ჯგუფს, ნინო ლორჩოშვილს და დავით მახარაძეს. ეს მოხდა სიუჟეტის მომზადების პროცესში, საპასუხო კომენტარის მოპოვების მცდელობისას. სერიოზული დაზიანებები აღენიშნებათ ჟურნალისტს და ოპერატორს. თავდასხმაში სხვა პირებიც მონაწილეობდნენ. ადგილზე გამოძახებული იყო როგორც საპატრულო პოლიციის, ისე სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ეკიპაჟები. 59 1-ს მოსწონს
|