x
image
მანჩო 777
სწრაფად და მარტივად მოსამზადებელი უგემრიელესი ბლინების შოკოლადის ტორტი

კულინარიის უახლესი ჰიტი- ბლინების ტორტი ბოლო დროს ძალიან პოპულარული გახდა და მყარად დაიმკვიდრა ადგილი გამოცდილი კულინარების მენიუში. სწრაფად მოსამზადებელი, მსუბუქი და გემრიელი დესერტი უამრავი გურმანის საყვარელი ტკბილეულია. დღეს მინდა შემოგთავაზოთ ბლინებისაგან მომზადებული შოკოლადის ტორტის საკუთარი რეცეპტი. შეგიძლიათ იფანტაზიოროთ და სურვილისამებრ შეცვალოთ რეცეპტი: კრემში დაამატოთ ხილი, გახეხილი შოკოლადი ან ბეზე და მორთოთ კრემისაგან გაკეთებული ყვავილებით, ჟელეში ამოვლებული ხილით ან ქოქოსის ფანტელებით.


image

ინგრედიენტები ბლინებისათვის:


კვერცხი-4 ცალი

რძე-1, 5 ჭიქა

წყალი -1 ჭიქა


ფქვილი-2 ჭიქა

კაკაო-1/2 ჭიქა

კარაქი-6 სუფრის კოვზი

შაქარი-2 სუფრის კოვზი

ვანილი-1 ჩაის კოვზი


კრემისათვის:


400 გრამი ათქვეფილი ნაღები, "ნუტელა" ან შოკოლადის მუსი


მომზადება:


ბლინების ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ბლენდერში და ათქვიფეთ 10 წამი. დადგით მზა ცომი მაცივარში 1 საათით. ცხელ ტაფაზე გაადნეთ კარაქი და მასზე გამოაცხვეთ ბლინები. ეცადეთ, ისინი რაც შეიძლება თხელი გამოგივიდეთ.



image



ცხელ ბლინებს ერთმანეთზე ნუ დაააწყობთ: კარგად გააგრილეთ ლანგარზე და მხოლოდ ამის შემდეგ შეუდექით ტორტის აწყობას.

აიღეთ კარგად გაციებული ნაღები (სასურველია 35%-იანი) და სწრაფად ათქვიფეთ მიქსერით. როგორც კი ნაღები შემაგრდება, კრემი მზადაა. ფრთხილად იყავით: ზედმეტი თქვეფით ნაღები კარაქად გადაიქცევა და ტორტის მოსართავად უვარგისი გახდება. შეგიძლიათ ნაღებს დაუმატოთ გამდნარი შოკოლადი, კაკაო ან მის მაგივრად "ნუტელა" და მზა შოკოლადის მუსი გამოიყენოთ (იყიდება საკონდიტრო მაღაზიებში).

მოათავსეთ ბლინები ფართე თეფშზე და რიგრიგობით წაუსვით ათქვეფილი ნაღები, "ნუტელა" ან შოკოლადის მუსი.



image



თავზე მოახეხეთ შოკოლადი ან მორთეთ სურვილისამებრ. მზა ტორტი მოათავსეთ მაცივარში 2-3 საათით, შემდეგ კი დაჭერით პატარა ნაჭრებად და

გემრიელად მიირთვით!



image

0
608
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
608
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0