x
image
მანჩო 777
გემრიელი ბლინები ხაჭოთი
image
ინგრედიენტები

ბლინებისათვის:

კვერცხი-3 ცალი

შაქარი-3 სუფრის კოვზი


რძე-800 გრამი

მარილი-1/2 ჩაის კოვზი

ფქვილი-2, 5 ჭიქა

ზეთი-3 სუფრის კოვზი


გულსართისათვის:

ხაჭო-500 გრამი

შაქარი-3 სუფრის კოვზი

კვერცხი-1 ცალი

ვანილი-დანის წვერით


მომზადება:

ავთქვიფოთ კვერცხები შაქართან და მარილთან ერთად.

დავასხათ ნახევარი რძე და დავაცრათ ფქვილი, კარგად ვურიოთ, რომ არ იყოს კურკუშალები.

დავამატოთ დარჩენილი რძე და ისევ კარგად ავთქვიფოთ, რომ მივიღოთ ერთგვაროვანი ცომი.

image

დავამატოთ ზეთი და მიღებული ცომით გამოვაცხოთ თხელი ბლინები ცხიმიან ტაფაზე ორივე მხრიდან.

image

მოვამზადოთ გულსართი:ავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი, დავამატოთ ვანილი და დავასხათ ხაჭოს, კარგად ავურიოთ.

image

ჯერ კიდევ ცხელ ბლინებს დავადოთ გულსართი და გადავახვიოთ.

image

ჩავაწყოთ ბლინები ღრმა ტაფაში და დავდგათ ნელ ცეცხლზე 15-20 წუთით.

image

მიირთვით გემრიელად!

image

5
816
13-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
816
  
2014, 31 იანვარი, 22:44
მოკლედ მე თუ არ შემოვიჭერი არავინ დაგპატიჟებს ისე ბლინებზე :DDD +
2014, 31 იანვარი, 22:42
ცოტა ქიშმიშიც უხდება:) და ზევიდან არაჟანი.
2014, 31 იანვარი, 22:41
მაქვს ნაჭამი ძალიან გემრიელია. და კურაგიანი ხაჭო მიდის მაგაში მაგად
2014, 31 იანვარი, 22:39
შენც ხორცი ჩადე შიგ და ეგაა:)
2014, 31 იანვარი, 22:37
მე მხოლოდ ხორცისას მივირთმევ :D
0 1 5