x
image
მანჩო 777
უგემრიელესი ჰაეროვანი ტორტი "ტრიუფელი" (ფოტორეცეპტი)
image
საღამო მშვიდობის, ჩემო კოხტა და ხელმარჯვე დიასახლისებო. აი, მე ისევ თქვენთან ვარ და ამჯერადაც საინტერესო და გემრიელი ნუგბარის რეცეპტი მინდა შემოგთავაზოთ. ალბათ ყველას თუ არა უმეტესობას გიყვართ შოკოლადი. "ტრიუფელიც" გექნებათ გასინჯული: შავ კაკაოში ამოვლებული უგემრიელესი დახვეწილი გემოს მქონე შავი შოკოლადის ბურთულები-ფრანგი კონდიტერების შედევრი.

დღეს შემოგთავაზებთ ჰაეროვანი და გემრიელი შოკოლადის ტორტის

''ტრიუფელის '' რეცეპტს. ავიფაროთ წინსაფრები და შევუდგეთ საქმეს. მოვამზადოთ

ბისკვიტისათვის საჭირო ინგრედიენტები:


შაქარი(უმჯობესია მუქი ფერის)-300 გრამი

მწარე შოკოლადი(70% კაკაოს შემცველობით)-140 გრამი

კვერცხი-2 ცალი

კაკაო მუქი-2 სუფრის კოვზი

კარაქი-140 გრამი

სოდა- ნახევარი ჩაის კოვზი

ხსნადი ყავა-2 ჩაის კოვზი

ნაღები 30%-იანი -3 სუფრის კოვზი

ფქვილი-100 გრამი


მასალა მინანქრისათვის:

ნაღები 30%-იანი -100 გრამი

მწარე შოკოლადი (70%კაკაოს შემცველობით)-50 გრამი

შაქარი-1 ჩაის კოვზი

კრემისათვის:

თეთრი შოკოლადი-50 გრამი

ნაღები 30%-იანი -100გრამი


მომზადება:

შოკოლადი დავამტვრიოთ პატარა ნატეხებად, ჩავყაროთ პატარა ქვაბში, დავამატოთ კარაქი, ყავა გავხსნათ 50 გრამ წყალში და ისიც ჩავასხათ ქვაბში. დავდგათ ძალიან დაბალ ცეცხლზე და თან გამუდმებით ვურიოთ(შეიძლება ორთქლის აბაზანაზეც). როგორც კი შოკოლადი და კარაქი გადნება, მაშინათვე გადმოვდგათ .

image
ჯამში გავცრათ ფქვილი, დავამატოთ კაკაო, შაქარი და სოდა, ავურიოთ კარგად.

image
მიქსერით კარგად ავთვიფოთ კვერცხები, დავამატოთ ნაღები და გავაგრძელოთ თქვეფა, დავამატოთ ფქვილის და კაკაოს ნარევი და ფრთხილად ავურიოთ ხის კოვზით.

image
ფრთხილად ჩავასხათ ცომში კარაქთან ერთად გამდნარი შოკოლადი, კიდევ ერთხელ მოვურიოთ, რომ ერთგვაროვანი მასა მივიღოთ.

image
ტორტის მრგვალ ან ოთხკუთხა ფორმას წავუსვათ კარაქი და დავუფინოთ პერგამენტი. მიღებული ცომი ჩავასხათ ყალიბში და დავდგათ ღუმელში 160 გრადუსზე. ბისკვიტი ცხვება 1, 5 საათი.

გამოვიღოთ გამომცხვარი ბისკვიტი, გავაციოთ და ამოვიღოთ ყალიბიდან. კიდევ ვაცალოთ გაციება 4-5 საათი.

image
მოვამზადოთ კრემი: თეთრი შოკოლადი გავხეხოთ მსხვილ სახეხზე. ნაღები ჩავასხათ ქვაბში და გავაცხელოთ, მივიყვანოთ ადუღებამდე და მაშინათვე გადმოვგათ, ჩავყაროთ შოკოლადი და დავამატოთ 1 სუფრის კოვზი ადუღებული წყალი.მოვურიოთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მივიღებთ. გავაციოთ და დავდგათ მაცივარში 1 საათით.

image
გამოვიღოთ მაცივრიდან და ავთვიფოთ მიქსერით 2-3 წუთის განმავლობაში.

image
ავიღოთ ჩვენი ბისკვიტი, გავჭრათ სამ ნაწილად. დავნამოთ ტკბილი ყავით და 2 ნაწილს წავუსვათ ჩვენი თეთრი შოკოლადის კრემი.

image
დავადოთ ზემოდან მესამე ფენა და მოვამზადოთ მინანქარი:

image
მწარე შოკოლადი გავხეხოთ სახეხზე, ნაღები გავაცხელოთ ადუღებამდე, ჩავყაროთ შაქარი და გადმოვდგათ ცეცხლიდან, დავამატოთ გახეხილი შოკოლადი და 1 სუფრის კოვზი ადუღებული წყალი. ვურიოთ, სანამ შოკოლადი არ გადნება.

image
გადავახსხათ შოკოლადის მინანქარი ჩვენს ტორტს, ოდნავ გაგრილებული წავუსვათ გვერდებზეც და დადგათ მაცივარში.

image
კარგად გაციების შემდეგ თავზე შეიძლება მოვაცრათ მუქი კაკაო.

ჩვენი მსუბუქი და გემრიელი ტორტი მზადაა. იმედია თქვენს სტუმრებს ძალიან მოეწონებათ.

image

23
3179
16-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
3179
  
2014, 7 იანვარი, 22:50
თქვენ რომ ცხობა არ იცით, მაგს რეცეპტს ნუ აბრალებთ:)
2014, 7 იანვარი, 18:04
არ მომეწონა :(( და რამდენი დავხარჯე , ძალიან ცუდი რეცეპტია . საერთოდ გამოშრა ცხობის დროს და პეჩენიასავით იყო + ნაღებიც არ გამოვიდა არადა ზუსტად ინსტრუქციით გავაკეთე. მოაშორეთ ეს რეცეპტი აქედან!!!! ტყუილად არ დაკარგოთ დრო , ვინც წაიკითხავს .
2013, 25 სექტემბერი, 0:43
უნალექო თურქულს ვგულისხმობდი საფო გოლდი :D
2013, 25 სექტემბერი, 0:11
უნდა გაგაწბილო...მხოლოდ უნალექოს ვსვამ:)
2013, 25 სექტემბერი, 0:10
თურქული ჩემი მოდუღებული :D :D :D
2013, 24 სექტემბერი, 20:00
ოკ... მოსულა. ოღონდ ჯერ მითხარი, რა ყავას მთავაზობ. მე გურმანი ვარ და მხოლოდ კარგი ხარისხის ყავას ვსვამ. აი რა პრეტენზიული ვარ:DDD არ მიწყინოთ, რაააა. ვიხუმრეეეე.
2013, 24 სექტემბერი, 17:31
რა მაგარია :))
2013, 24 სექტემბერი, 12:10
ყავა ჩემი ნამცხვარი თქვენი
2013, 24 სექტემბერი, 9:26
მანჩო ამ დილით გავიღვიძე და ვფიქრობდი რამე უნდა გამოვაცხოთქო,მერე აქ შემოვიხედე და აი იდეაც,გაიხარე მომეწონა რაც აქ წერია ყველაფერი მაქვს ხოდა დრეს ვაცხობ
2013, 24 სექტემბერი, 0:29
Dzalian miyvars, 23 tslis var da ukve didixania vamzadeb sachmelebs da rogorc amboben gemrieli xeli maqvs:-D tumca jer namcxvrebs da mitumetes torts ver shevechide, albat imitom rom ar miyvars da verr vcham
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10