ამ შემთხვევაში ნაჩვენებია კექსი მარწყვით, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ხილი.
ინგრედიენტები:
3 კვერცხი
1ჭ რძე
1კ არაჟანი
1კ მაწონი
1ჭ ფქვილი
0, 5ჭ შაქარი
3-4 ნაჭერი კარგად დაფქვილი ორცხობილა ან პეჩენია
ქიშმიში, ნიგოზი და მარწყვი გემოვნებით
1ს/კ კარაქი
1ჩ/კ დარიჩინი
სოდა დანის წვერით
მომზადების წესი:
1.2 კვერცხით და შაქრით გააკეთეთ გოგლი-მოგლი, რიგრიგობით უმატეთ დანარჩენი ინგრედიენტები და თან ურიეთ.ორად გაჭრილი მარწყვი დაუმატეთ ბოლოს, რადგან ზედმეტად არ გაიგლისოს.
2. ფორმაში ჩააფინეთ ცხიმიანი ქაღალდი, მოათავსეთ მიღებული მასა და გამოაცხეთ საშუალო ცეცხლზე.
დაახლოებით 30წთ-ის შემდეგ შეამოწმეთ ასანთის ღეროთი (თუ ჩარჭობისას ასანთის ღერო სუფთა ამოვა ე.ი კექსი მზადაა)
3. გამომცხვარი კექსი ოდნავ შეაგრილეთ, გადაუსვით ბეზე და შეაბრუნეთ ღუმელში 10-15 წთ-ით.(ბეზეს შეფერადებამდე)
4. ბეზეს მომზადება:1კვერცხის ცილა კარგად ათქვიფეთ, დაუმატეთ ცალკე ათქვეფილი 1კვერცხის გული და 1კოვზი შაქარი.შეურიეთ 1კოვზი რძე, ვანილი და დარიჩინ.
5. გამზაბებულ კექს ზემოდან დაულაგეთ მარწყვი და გემრიელად მიირთვით.