x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
მეუფე მელქისედეკ ხაჩიძეს ზესტაფონში მრევლი დაუპირისპირდა (ვიდეო)
image


მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსს მეუფე მელქისედეკ ხაჩიძეს მრევლი დაუპირისპირდა. ადგილობრივები ეპარქიის მღვდელმთავარს მძიმე ბრალდებებს უყენებენ.


მრევლი ეპარქიის რეზიდენციასთან შეიკრიბა და აღსარების გაცემასა და ნეპოტიზმზე საუბრობდა. ზესტაფონის მოსახლეობა ეპისკოპოსს პრობლემების მოგვარებას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისგან ეპარქიის დატოვებას მოითხოვენ.


ცნობისთვის: მეუფე მელქისედეკს მრევლი განუდგა ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიაშიც, სადაც ის ზესტაფონში გადაყვანამდე მოღვაწეობდა. სწორედ მრევლთან დაპირისპირების გამო, საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, 2015 წელს ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი მელქისედეკი ზესტაფონში გადაიყვანეს, მარგვეთის ეპისკოპოსი დიმიტრი კი დედოფლისწყაროში.




2014 წელს მეუფე მელქისედეკს დედოფლისწყაროს საკათედრო ტაძარში მრევლის გარეშე, ცარიელ ტაძარში უხდებოდა წირვა-ლოცვა. მრევლი ტაძარში პროტესტის ნიშნად არ შედიოდა და გარეთ იდგა. მრევლი მეუფის გადაწყვეტილებებს არ ეთანხმებოდა, რის მიხედვითაც ადგილობრივი სასულიერო პირები მათ მიერ აშენებულ ტაძრებს ჩამოაშორეს და სხვა ეკლესიებში გადაიყვანეს.


image

1
434
3-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
434
  
2018, 12 მარტი, 15:28
როგორ ჩასვი ვიდეო სტატიაში? :)
0 1 1