.
ნათლობისას ორ ნათლიაზე მეტის არჩევას ვეღარ შეძლებთ. ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს საპატრიარქოში 2 ნოემბერს გამართული წმინდა სინოდის სხდომაზე მიიღეს. განჩინება რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა, სადაც ამის შესახებ დეტალურადაა განმარტებული.
.
სინოდის განჩინების თანახმად, ნათლია უნდა იყოს ერთი, ან ორი, (ქალი და მამაკაცი). მესამე ნათლია დასაშვებია მხოლოდ მაშინ, თუ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ნათლავს.
.
წმინდა სინოდის სხდომაზე ღიად ითქვა, რომ ბოლო ხანს მავნე პრაქტიკა დაინერგა და ნათლიების რაოდებობა წარმოუდგენლად გაიზარდა.
.
მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ისაუბრა ნათლობის მსახურების აღსრულებისას ჩვენს ეკლესიაში ბოლო დროს გავრცელებულ არასწორ პრაქტიკაზე, - მიმრქმელთა (ნათლიების) გადაჭარბებულ რაოდენობაზე.
წმინდა სინოდმა განაჩინა: ეკლესიის კანონიკური წესის მიხედვით, მიმრქმელი (ნათლია) უნდა იყოს ერთი; ხოლო ისტორიულად ჩამოყალიბებული ტრადიციით, დასაშვებია, იყოს ორიც (მამაკაცი და ქალი; ასევე კანონიკური ტრადიციითვე, ზრდასრული ადამიანის ნათლობისას, ნათლია უნდა იყოს იმავე სქესის). საქართველოში, გამონაკლისის სახით, ნათლიების რიცხვის სამამდე გაზრდა, ნებადართულია, მიმრქმელად (ნათლიად) კათოლიკოს-პატრიარქის დადგომის შემთხვევაში.
.
უცნობია, შეეხება თუ არა შეზღუდვა ჯვრისწერის დროს მეჯვარეების სიმრავლეს.