x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
დედოფლისწყაროში სერაფიმ საროველის სახელობის დედათა მონასტერი გაიხსნა
image


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამრეკლოში დედათა მონასტერი დაფუძნდა. წმინდა სერაფიმ საროველის სახელობის ტაძარში დედათა მონასტრის შექმნა ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსმა დიმიტრი კაპანაძემ 4 დეკემბერს ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე აკურთხა. საზეიმო წირვას ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლებაც დაესწრო.


აღსანიშნავია, რომ ეს პირველი დედათა მონასტერია ეპარქიაში. ეპარქიის გადაწყვეტილებით, დედათა მონასტრის წინამძღვრად მონაზონი სერაფიმა დაადგინეს. ხოლო ტაძრისა და მრევლის წინამძღოლი კვლავაც დეკანოზი გაბრიელ ბენიაიძე იქნება.


მონასტრის ეზოში კელიების მშენებლობა მიმდინარეობს, მის დასრულებამდე დედები ტაძრის მახლობლად მდებარე სახლში იცხოვრებენ. ისინი ტრადიციული ხელნაკეთი ნივთების დამზადებას ამჯერად სოფელ სამრეკლოში გააგრძელებენ. აქ პირველ ეტაპზე ორი მონაზონი და ერთი მორჩილი იმოღვაწევებს. ახლო მომავალში კიდევ ერთი დედათა მონასტრის გახსნა სოფელ მირზაანშიც იგეგმება.



„რაღათქმა უნდა ეს ისტორიული მოვლენაა. იცით, რომ მეჩვიდმეტე საუკუნიში შაჰაბასის მიერ უქმდება პირველი თორმეტთაგანი ეპარქიიდან ერთ-ერთი ხორნაბუჯის ეპარქია. მას შემდეგ არცერთი მონასტერი აღარ არსებობს. ჩვენს ეპარქიაში მამათა მონასტერი რამოდენიმეა, დედათა კი ჯერჯერობით პირველი. წირვა-ლოცვა ტრადიციულად ყოველ შაბათ-კვირას ჩატარდება. შაბათს მიცვალებულთა პანაშვიდი და ლოცვა. ხოლო, კვირას წირვა. ასევე დღესასწაულებზე რა თქმა უნდა წირვა-ლოცვა აღევლინება. მონასტრის წესგანგებას დედაო უკეთ მოგახსენებთ. ძნელი სათქმელია, როდის დასრულდება ეზოში საცხოვრისი კელიების მშენებლობა. არის მცირედი შემოწირულობა მოსახლეობისგან, მაგრამ ამისთვის ეს რა თქმა უნდა საკმარისი არ არის. კეთილი ადამიანების შეწევნით, იმედია დროზე ადრე დავასრულებთ პროცესს, “ - აღნიშნავს ჩვენთან საუბარში დეკანოზი გაბრიელ ბენიაიძე.


სოფელ სამრეკლოში ღირსი სერაფიმ საროველის სახელობის XIX საუკუნის ტაძარს რესტავრაცია ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით განხორციელდა. ხელახლა აშენდა გუმბათი, გამაგრდა და შეილესა დაბზარული კედლები. განახლებული ტაძარი 2012 წლის 1 აგვისტოდან მოქმედებს. მანამდე სოფელ სამრეკლოს მოქმედი ეკლესია მრავალი ათეული წლის განმავლობაში არ ჰქონდა.


imageimage

0
118
2-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
118
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0