x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
პატრიარქმა დედოფლისწყაროში სასულიერო პირებს ხარისხი აუმაღლა
image


უწმიმდესის და უნეტარესის, კათალიკოს პატრიარქის ილია მეორის ბრძანების საფუძველზე დედოფლისწყაროში მოღვაწე ხუთ სასულიერო პირს ხარისხი აუმაღლდა. ცერემონია დედოფლისწყაროს სოფელ მირზაანში, კვირაცხოვლობის სახელობის დედათა მონასტერში 12 ოქტომბერს გაიმართა.


ხორნაბუჯის და ჰერეთის ეპისკოპოსმა დიმიტრი კაპანაძემ წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღოლი მღვდელ-მონაზონი პანტელეიმონ ჩიტორელიძე იღუმენის ხარისხში აიყვანა და ოქროს ჯვრის ტარების უფლება მიანიჭა. ასევე, ელია თეზბიტელის მონასტერში მოღვაწე მღვდელ-მონაზონი სერაფიმეც იღუმენის ხარისხში აიყვანეს და ოქროს ჯვრის ტარების უფლება მიენიჭა.


მიტრის ტარების უფლება მიენიჭა დეკანოზ პეტრე ხუმარაშვილს, ის ერთადერთი ქართველი სასულიერო პირია, რომელმაც აზერბაიჯანის მოქალაქეობა მიიღო და ისტორიულ ჰერეთში, კახის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღოლია. მას ეს ხარისხი სწორედ კახის რაიონში ახალი ქრისტიანული ტაძრის აღდგენის დროს რამდენიმე დღის წინ მიენიჭა.



სოფელ სამრეკლოს წმინდა სერაფიმ საროველის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი დედა სერაფიმა და სოფელ მირზაანის კვირაცხოვლის სახელობის მონასტრის წინამძღვარი დედა ნინო აყვანილ იქნენ იღუმენიას ხარისხში და დაჯილდოვდნენ ოქროს ჯვრის ტარების უფლებით.


შეგახსენებთ, ხორნაბუჯის და ჰერეთის ეპარქიის სასულიერო პირებს ხარისხი 2014 წელსაც აუმაღლდათ, მაშინ სამების საკათედრო ტაძარში ჯილდო პირადად პატრიარქმა გადასცა.


imageimage

0
149
2-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
149
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0