x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
დედოფლისწყაროში 11 ადამიანი მდინარე ალაზანზე გაქრისტიანდა
image


ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროში მდინარე „ალაზანში“ განბანვის რიტუალი და ტრადიციული ნათლობა ჩატარდა. როგორც ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიაში დედოფლისწყაროს ტელევიზიას განუცხადეს, დღეს ქრისტიანულად 11 ადამიანი მოინათლა, მათ შორის 4 სოფელ ფიროსმანიდან.


თავდაპირველად, ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსმა დიმიტრი კაპანაძემ ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვა აღასრულა ქალაქ დედოფლისწყაროში ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში. შემდეგ კი სოფელ სამთაწყაროში ეპარქიის მღვდელმსახურებთან და მრევლთან ერთად მდინარე ალაზანზე შეასრულა განბანვის ტრადიციული რიტუალი.


ამ სოფელში აჭარიდან და ჰერეთიდან გადმოსახლებული მუსულმანი მოსახლეობაც ცხოვრობს, რომელთა ნაწილი ძირითადად ნათლისღების დღეს ქრისტიანდება. საყოველთაო ნათლობა ბოლო წლებში ტრადიციად იქცა.



image

image

0
240
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
240
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0