x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
დედოფლისწყაროში 81 წლის მარტოხელა ქალი ორი წელია დახმარებას ითხოვს (ვიდეო)

image.

ქალაქ დედოფლისწყაროში ერეკლე მეორის ქუჩაზე მცხოვრები ლამარა გიორგაძე სოციალური მომსახურების სააგენტოსგან დახმარების აღდგენას ორი წელია უშედეგოდ ითხოვს. 81 წლის მარტოხელა მოხუცს გადაადგილება უჭირს, ამიტომ დროის ძირითადი ნაწილის გატარება საწოლში უწევს. ლამარა გიორგაძეს ცხოვრება ძველ, ალიზის ავარიულ სახლში უწევს, რომლის კედლები დაბზარულია, ოთახები კი ძალიან ვიწროა. მისი საყოფაცხოვრებო პირობები არ გაუმჯობესებულა, თუმცა ოჯახის სარეიტინგო ქულები მაინც გაიზარდა, რამაც ლამარა ბებო საარსებო შემწეობის გარეშე დატოვა.
.
მოხუცის ჯანმრთელობის მდგომარეობა დახმარების შეწყვეტის შემდეგ კიდევ უფრო გაუარესდა. როგორც თავად ამბობს, საარსებო შემწეობის მოხსნაზე ინერვიულა, რის შემდეგაც ინსულტი განუვითარდა და კიდურები წაერთვა.
.
მისი ერთადერთი შემოსავალი პენსიაა, რომლის დიდი ნაწილი მედიკამენტების შეძენას ხმარდება, საკვების თანხა კი ხშირად აღარ რჩება. მარტოხელა ქალის ერთადერთ იმედად მეზობლები რჩებიან. ლამარა ბებოს პროდუქტებით მომარაგებაც მათზეა დამოკიდებული.
.
.
დედოფლისწყაროს მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი ამბობს, რომ ოჯახებს, რომელთაც სოციალურმა სააგენტომ დახმარება მოუხსნა, მუნიციპალური სოციალური პაკეტებით სარგებლობა შეუძლიათ. ამისათვის ადგილობრივ ბიუჯეტში მიმდინარე წელს 650 000 ლარია გამოყოფილი. მერიამ ზღვარი გაზარდა, რის შედეგადაც პაკეტით სარგებლობის საშუალება მაღალი სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებსაც მიეცა. სოციალურ პაკეტში კი 10 სხვადასხვა სერვისი შედის, მათ შორისაა კუმუნალური გადასახადების, ბინის ქირის და სათბობი შეშის დაფინანსება.
.
image
0
78
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
78
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0