საზოგადოება „არ ვარ არც მონასტერში და არც საავადმყოფოში, ძალებს ვიბრუნებ“ - მაია ასათიანი 2018, 7 მარტი, 16:53 თოქ-შოუ „პროფილის“ ოფიციალურ გვერდზე ახალი განცხადება ვრცელდება. მაია ასათიანი მაყურებლისადმი მიმართვაში ამბობს, რომ ამჟამად არც მონასტერში იმყოფება და არც საავადმყოფოში. „უდიდეს სითბოს და სიყვარულს ვგრძნობ, უამრავი წერილი მომდის და თუ რამე მაძლიერებს თქვენი თანადგომაა! მეგობრებო არ ვარ არც მონასტერში და არც საავადმყოფოში. ჩემი ჯანმრთელობის შესახებ გავრცელებული ჭორები საშინლად მთრგუნავს. უმძიმესი ერთი წელი მქონდა. ერთადერთი 18 წლის ქალიშვილი უეცრად გარდამეცვალა, 23 თებერვალს წლისთავი იყო... ცოტა ხნით შრომისუუნარო გავხდი. ახლა ძალებს ვიბრუნებ, რომ ჩემს საქმეს დავუბრუნდე. ქედს ვიხრი ყველა იმ ადამიანის წინაშე ვისაც ესმის ჩემი გლოვაც და სიცოცხლეში დაბრუნებაც!“ - წერს ასათიანი. 113 შეფასება არ არის
|