საზოგადოება მფლობელის გარდაცვალების შემდეგ ფეისბუქ ანგარიში მემორიალიზებული გახდება და დაიხურება 2018, 2 მარტი, 21:02 ამიერიდან "ფეისბუქის" მომხმარებლებს შეუძლიათ, აირჩიონ მეგობარი, რომელიც შეძლებს, გარდაცვალების შემდეგ მათი გვერდი მართონ, ან - მთლიანად წაშალონ ანგარიში. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს არ სურს, გვერდი წაიშალოს, მისი ანგარიში მემორიალიზებული იქნება - გვერდის მფლობელი გარდაცვლილად მოინიშნება და ახლობლებისთვის და ოჯახის წევრებისთვის ერთგვარი მოგონებების გასაზიარებელ ადგილად იქცევა. ეს წესი რამდენიმე თვეა უკვე მოქმედებს, ამიტომ შესაძლოა უკვე შენიშნეთ კიდეც, რომ ზოგიერთი გარდაცვლილი ადამიანის პროფილი დაიხურა და მემორიალად იქცა. თუმცა, ჩვეულებრივ ხელმისაწვდომია მათი ფოტო ალბომი და ძველი სტატუსები, თუ კომენტარები. ფეისბუქის ოფიციალური ცნობით, გარდაცვლილთა მემორიალიზებულ ანგარიშში შესვლას ვერავინ შეძლებს, თუმცა გვერდის ავტორის პოსტები, ფოტოები და სხვა მასალა კვლავ ხელმისაწვდომი იქნება მეგობრებისთვის. ამასთან, ანგარიში არ გამოჩნდება დაბადების დღეების ჩამონათვალში, მეგობრობისა და სხვადასხვა ღონისძიების შესათავაზებლად. 84 4-ს მოსწონს
|