მსოფლიო საბჭოთა კავშირი ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ + ერთობლივი პროექტები 2018, 2 მარტი, 17:06 ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირს შორის "ცივი ომი" ფაქტობრივად მეორე მსოფლიო ომის დასასრულებისთანავე დაიწყო, როდესაც აშშ-მ ჰიროსიმაში და ნაგასაკში ატომური ბომბები ჩამოყარა.50-იანი წლებიდან მსოფლიო ორ ბანაკად იყოფა, 1949 წელს იქმნება ნატო-სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი, რომელიც დასავლეთ ევროპას საბჭოური ზეწოლისგან დაიცავდა, ხოლო საპასუხოდ, 1955 წელს ვარშავის პაქტი- ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპული კომუნისტური ქვეყნების გაერთიანება, ნატოს მიერ შექმნილი სავარაუდო საფრთხის ასაცილებლად. სამყარო გაიყო ორ ნაწილად, კიდევ იყო "მესამე სამყარო"-ანუ ქვეყნები რომლებიც არცერთ ბლოკს არ შეუერთდნენ და შედარებით ნეიტრალური პოზიცია ეკავათ, მოგვიანებით, ტერმინი "მესამე სამყარო" გავითარებადი ქვეყნების აღსანიშნავად გამოიყენება. ცივი ომი" 40 წელიწადს გაგრძელდა, რაც გამოიხატებოდა ერთმანეთთან პაექრობაში შეიარაღებით დაწყებული და სპორტით დამთავრებული. გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს. 1)ბირთვული პაექრობა-ამერიკამ ატომურ ბომბზე მუშაობა 1943 წლიდან დაიწყო, ე. წ "მანჰეტენის პროექტი"რომელზეც ევროპიდან ლტოლვილი, ყველაზე გამოჩენილი ფიზიკოსები მუშაობდნენ, 1945 წლის 16 ივლისს პირველად მსოფლიოში, ნიუ-მეხიკოში მოხდა ბირთვული იარაღის გამოცდა, ხოლო ამავე წელს ამერიკელებმა ატომური ბომბი "საქმეში გამოიცადეს"-1945 წელის 6 და 9 აგვისტოს თითო-თითო ბომბი ჰიროსიმაში და ნაგასაკში ჩამოყარეს. საბჭოთა კავშირმა ატომურ იარაღზე მუშაობა 1944 წლიდან დაიწყო, რომელსაც ლავრენტი ბერია ხელმძღვანელობდა, გეგმის მიხედვით ატომური ბომბი საბჭოთა კავშირს 50-ი წლების შუა ხანებამდე არ უნდა ჰქონოდა, მაგრამ ბერიამ შეუძლებელი შეძლო და უკვე 1949 წელს გამოიცადა პირველი ატომური ბომბი-РДС-1. 2) კოსმოსის ათვისება-1957 წლის 4 ოქტომბერს საბჭოთა კავშირმა კოსმოსში გაუშვა პირველი ხელოვნური თანამგზავრი-Спутник-1, ხოლო პირველი ადამიანი კოსმოსში 1961 წლის 12 აპრილს. ამერიკელებმა, სსრკ-ს, მთვარეზე პირველი ადამიანის დაჯდომით უპასუხეს 1969 წლის 21 ივლისს. 3)U-2-ამერიკული სამხედრო-მზვერავი თვითმფრინავი, რომელმაც დიდი თავსატეხი გაუჩინა საბჭოთა კავშირს, Lockheed U-2-მა პირველი გაფრენა საბჭოთა კავშირში 1956 წლის 4 ივლისს განახორციელა, ფრენის სიმაღლე 20 კილომეტრი იყო, ვერცერთი საბჭოთა ავიაგამანადგურებელი და რაკეტა ვერ წვდებოდა მზვერავ თვითმფრინავს, მთლიანად თვითმფრინავმა 24 სადაზვერვო გაფრენა მოახდინა საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, სანამ გაცოფებულმა ხრუშოვმა, საბჭოთა სამხედრო ინჟინრებს არ დაავალა შეექმნათ შესაბამისი იარაღი, 1960 წელის 1 მაისს Lockheed U-2- "მიწა-ჰაერის" ტიპის რაკეტით იქნა ჩამოგდებული. 4)МиГ-25-1970 წელს საბჭოთა კავშირმა ექპუალატაციაში გაუშვა უმაღლესი ზებგერითი გზაგადამჭრელი და მზვერავი-ბომბდამშენი თვითმფრინავი მიგ-25, ამჟამად უკვე დიდი თავსატეხი ამერიკელებს გაუჩინა, პირველად 1971 წლის მარტის თვეში ისრაელის რადარებმა აღმოაჩინეს უცნაური ობიექტი, რომელიც 3, 2მახი სიჩქარით მიფინავდა, ანუ ბგერაზე სამჯერ უფრო სწრაფად, ხოლო მისი სიმაღლე 20 000 მეტრი იყო. ავიაბაზიდან სასწრაფოდ ააფრინეს ავიაგამანადგურებლები, მაგრამ მათი სიჩქარე და სიმაღლე არასაკმარისი გამოდგა, მიზანს ოდნავადაც ვერ მიუახლოვდნენ.მსგავსი განმეორდა რამდენჯერმე, პენტაგონმა თვითმფრინავს კოდური სახელი Foxbat-მიანიჭა, იმ დრომდე სანამ ბელენკომ არ გაიტაცა თვითმფრინავი 1976 წელს. 5)გაერთიანება სიმსივნური დაავადების წინააღმდეგ-ბევრისთვის შესაძლოა უცნობია ეს ფაქტი, რომ 1970-იან წლებში საბჭოთა-კავშირი და აშშ გაერთიანდნენ "კიბოს ვირუსის" წინააღმდეგ საბრძოლველად, რომელზეც მილიონობით დოლარი და მანეთი დაიხარჯა, დღეს უკვე ვიცით, რომ ცალსახად კიბოს გამომწვევი ვირუსი არ არსებობს. 6)"ბუათი დაშინება"-საბჭოთა კავშირი და აშშ-საკუთარ მოქალაქეებს ერთმანეთით აშინებდნენ, ეს იყო ასახული პროპაგანდისტულ პლაკატებში თუ მედიაში, მაგალითად: აშშ-ს კარტოგრაფიულ რუკა დამახინჯებული სახით იყო წარმოდგენილი, თითქოსდა საბჭოთა კავშირი უფრო ახლოა, ხოლო ვიეტნამი უფრო დიდად იყო გამოსახული რუკაზე. 7)ოლიმპიური მედლები-აშშ- რეკორდსმენია მსოფლიოში მედლების მიხედვით-მთლიანად 2, 522 მედალი, საბჭოთა კავშირი მეორე ადგილზეა-1204 მედლით, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აშშ ოლიმპიადებზე 1896 წლიდან დღემდე გამოდის, მონაწილეობდა 26 ზაფხულის ოლიმპიადაზე, ხოლო საბჭოთა კავშირმა სულ 10 ზაფხულის ოლიმპიადაზე იასპარეზა(1952-1988)(იმავე პერიოდიდან ზამთრისაც) 8)სოიუზ-აპოლონი-საცდელი პროექტი - 1975 წლის 16 ივლისს საბჭოთა ხომალდი სოიუზი და ამერიკული აპოლონი ერთმანეთს უერთდება ორბიტაზე, რაც პირველი ამგვარი შემთხვევა იყო ამ ორ ქვეყანას შორის.ორივე მხარემ ეს ფაქტი კარგად გამოიყენა ეფექტური პროპაგანდისთვის, კომპანია "ნოვაია ზარიამ" და "რევლონმა " შექმნა ერთობლივი სუნამო "ეპასი", რომელიც ორი განყოფილებისგან შედგებოდა, ერთში საბჭოთა სუნამო ესხა, მეორეში ამერიკული, აგრეთვე დამზადდა კომპანია Philip Morris-ის და ფაბრიკა "Ява"-ს ერთობლივი სიგარეტი "სოიუზ-აპოლო", ამის გარდა სამკერდე ნიშნები, საფოსტო მარკები და ა.შ. სწორედ ამ პროექტის გადმოძახილი იყო თბილისში ამერიკელთა გამოფენა, რომელიც წერეთლის გამზირზე საგამოფენო ცენტრში, საბჭოთა მიღწევების პავილიონებში მოეწყო(ახლანდელი “ექსპო ჯორჯია)და უდიდესი ფურორი მოახდინა, მაშინ პრაქტიკულად არ დარჩენილა თბილისელი მოქალაქე, დიდი თუ პატარა, რომელსაც გამოფენა არ მოენახულებინოს და იქიდან მცირე სუვენირით არ დაბრუნებულიყოს. 240 4-ს მოსწონს
|