მსოფლიო ინდოეთში არჩევნებში სტალინმა გაიმარჯვა 2021, 9 მაისი, 14:16 პოლიტიკოსი დაიბადა 1953 წელს - საბჭოთა კავშირის ლიდერის გარდაცვალებამდე ოთხი დღით ადრე.
ინდოელი პოლიტიკოსი მუთხუველ კარუნანიდ სტალინი, რომელსაც საბჭოთა კავშირის ბელადის საპატივცემლოდ დაარქვეს სახელი, ემზადება სამხრეთ ინდოეთის შტატ ტამილნადუს ხელისუფლებაში მოსასვლელად, იუწყება Daily Mail. პარტია, რომელსაც ის ხელმძღვანელობს, დიდი უპირატესობით უსწრებს უახლოეს კონკურენტებს.ეგზიტპოლის მიერ შემოთავაზებული წინასწარი მონაცმებით მ.კ. სტალინის პარტიამ "Dravida Munnetra Kazhagam" (DMK) არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა ინდოეთის სამხრეთით, შტატ ტამილნადუს მასშტაბით. "ინდოელი სტალინი" დაიბადა 1953 წლის 1 მარტს - საბჭოთა კავშირის ლიდერის გარდაცვალებამდე ოთხი დღით ადრე. პოლიტიკოსმა გაიხსენა, თუ როგორ ჩავიდა საბჭოთა კავშირში 1989 წელს და როგორი ეჭვის თვალით უყურებდნენ მას აეროპორტში. "როგორც კი რუსეთის აეროპორტში დავეშვი, მთხოვეს სახელი მეთქვა. როდესაც სტალინი ვუთხარი, აეროპორტში ბევრმა ადამიანმა ყურება დამიწყო. პასპორტის შემოწმებისას, ოფიციალურმა პირებმა სანამ ქვეყნაში შემიშვებდნენ რამდენიმე კითხვა დამისვეს."- განაცხად მუთხუველ კარუნანიდმა. შეგხსენებთ, შარშან ნამიბიაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვა პოლიტიკოსმა სახელად - ადოლფ ჰიტლერი. "მამაჩემმა ეს სახელი ნაცისტური გერმანიის ლიდერის პატივსაცემად დამარქვა. ალბათ, ის ვერ ხვდებოდა, თუ რას წარმოადგენდა ადოლფ ჰიტლერი. ბავშვობაში ჩემს სახელში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავდი, როცა გავიზარდე, მერე მივხვდი, რომ ამ ადამიანს მთელი მსოფლიოს დაპყრობა სურდა, მაგრამ სახელის შეცვლა უკვე გვიანი იყო“, - განაცხადა მაშინ პოლიტიკოსმა. 444 5-ს მოსწონს
|