მსოფლიო ნამიბიაში არჩევნებში გაიმარჯვა პოლიტიკოსმა სახელად - ადოლფ ჰიტლერი 2020, 3 დეკემბერი, 19:07 ![]() ადოლფ ჰიტლერ უუნონამ მიიღო ხმების 85 პროცენტი ყოფილ გერმანულ კოლონიაში, რომელიც ჯერ კიდევ პატარა გერმანულენოვანი სათვისტომოა და სადაც ბევრ ქუჩას, ადგილს და ხალხს დღემდე გერმანული სახელები ჰქვიათ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მან 1 196 ხმა მიიღო, მისმა კონკურენტმა კი 213. მმართველი პარტიის, „სამხრეთ-დასავლეთ აფრიკის სახალხო ორგანიზაციის“ სახელით ადგილის მოპოვების შემდეგ, ( რომელიც ნამიბიას მართავს 1990 წლიდან სამხრეთ აფრიკის აპარტეიდისგან დამოუკიდებლობის შემდეგ) ადოლფ ჰიტლერმა Bild- თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მას "საერთო არაფერი აქვს ნაცისტურ იდეოლოგიასთან". ![]() "მამაჩემმა ეს სახელი ნაცისტური გერმანიის ლიდერის პატივსაცემად დამარქვა. ალბათ, ის ვერ ხვდებოდა, თუ რას წარმოადგენდა ადოლფ ჰიტლერი. ბავშვობაში ჩემს სახელში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავდი, როცა გავიზარდე, მერე მივხვდი, რომ ამ ადამიანს მთელი მსოფლიოს დაპყრობა სურდა, მაგრამ სახელის შეცვლა უკვე გვიანი იყო“, - განაცხადა პოლიტიკოსმა. 121 7-ს მოსწონს
|