მსოფლიო ამერიკის სახელმწიფო მდივანმა დაასახელა აშშ-ს უპირველესი მტრები 2020, 21 დეკემბერი, 12:27
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ მარკ ლევინის რადიოშოუში დაასახელა შეერთებული შტატების უპირველესი მტრები:
” სულ მეკითხებიან, ვინ არის ჩვენი მტერი? პასუხი კი ასეთია: ბევრს სურს შეარყიოს ჩვენი ცხოვრების წესი, ჩვენი რესპუბლიკა და ძირითადი დემოკრატიული პრინციპები. რუსეთი უდავოდ არის ამ სიაში ”, - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა. სახელმწიფო მდივანმა დასძინა, რომ რუსეთის ხელისუფლება "რეალური რისკია მათთვის, ვისაც უყვარს თავისუფლება". ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ იგი ჩინეთს მიიჩნევს უფრო მნიშვნელოვან, "ეგზისტენციალურ" საფრთხედ შეერთებული შტატებისათვის. იმ კვირის დასაწყისში პომპეომ განაცხადა, რომ რუსეთმა ამერიკა "რეალურად გამოიწვია" . შეგახსენებთ, რომ შეერთებულ შტატებში მიიჩნევენ, რომ რუსი ჰაკერების ჯგუფი, რომელსაც მთავრობის მხარდაჭერით სარგებლობს, შეიჭრა აშშ-ს სერვერებში და მოიპარა მონაცემები ფინანსთა სამინისტროდან და ტელეკომუნიკაციების და ინფორმაციის ეროვნული ადმინისტრაციიდან. მედიამ ა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსმა ჰაკერებმა ასევე გატეხეს აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის სერვერები თავად რუსეთი უარყოფს კიბერშეტევას.პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთი არაფერ შუაშია. წინასაარჩევნო კამპანიის დროს, დემოკრატმა ჯო ბაიდენმა, რომელმაც მოიგო ბრძოლა აშშ-ს პრეზიდენტობისთვის, რუსეთისა და ჩინეთის მიმართ დააფიქისირა საკუთარი პოზიცია. მისი თქმით, მოსკოვი შეერთებული შტატებისთვის არის "ჩვენი და ალიანსის მთავარი საფრთხე", ხოლო პეკინი "მთავარი კონკურენტი". ” გაირკვევა, თუ როგორ ავაწყობთ ურთიერთობას, იმისდა მიხედვით ვართ თუ არა კონკურენტები თუ აღმოვჩნდებით უფრო სერიოზული კონფრონტაციის პირობებში, რომელიც ძალას უკავშირდება."-აღნიშნა ბაიდენმა მანამდე ამერიკელმა პოლიტიკოსებმა არაერთხელ უწოდეს რუსეთს "საფრთხე". მაგალითად, 17 სექტემბერს პენტაგონის ხელმძღვანელმა მარკ ესპერმა რუსეთსა და ჩინეთს შეერთებული შტატების მთავარი სტრატეგიული მეტოქე უწოდა. მისივე თქმით, ორივე სახელმწიფო ახდენს შეიარაღებული ძალების მოდერნიზებას, ასევე აფართოებს შესაძლებლობებს კოსმოსსა და კიბერ სივრცეში. 523 5-ს მოსწონს
|