x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
პილოტი,რომელმაც ზესაიდუმლო საბჭოთა გამანადგურებელი საზღვარგარეთ გაიტაცა
image40 წლის წინ ვიქტორ ბალენკომ დასავლეთს ჩააბარა თვითმფრინავი-გამოცანა МиГ-25.BBC Future მოგვითხრობთ ცივი ომის დროინდელ ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ და გახმაურებული ისტორიის დეტალებს.


1976 წლის 6 სექტემბერს იაპონიის ქალაქ ჰაკოდატეს(კუნძული ჰოკაიდო) თავზე უცნაური საფრენი აპარატი გამოჩნდა, დიდი რეაქტიული ორძრავიანი თვითმფრინავი სავსებით არ ჰგავდა რეგიონალურ სამგზავრო თვითმფრინავს, თანაც აპარატი ფუზელაჟზე გამოსახული ხუთქიმიანი წითელი ვარსკვლავით იწონებდა თავს.ქალაქის მაცხოვრებელები პირდაღებული შეჩერებოდნენ მფრინავ აპარატს.მთელ დასავლეთში ჯერ არავის ღირსებია თვალი ედევნებინა მსგავსი თვითმფრინავისთვის.


სამხედრო გამანადგურებელი ადგილობრივ აეროპორტზე დაეშვა, დასაფრენი ზოლის სიგრძე არ ეყო, ამიტომ გრუნტზე განაგრძო მოძრაობა და საბოლოოდ ბალახებში გაჩერდა.


პილოტი გადმოვიდა კაბინიდან, ამოიღო ტაბელური იარაღი და რამდენიმე გამაფრთხილებელი გასროლა მოახდინა ჰაერში.



მალე აეროპორტის წარმომადგენელებიც მოვიდნენ.ამის შემდეგ 29 წლის ვიქტორ ბალენკომ გამოაცხადა, რომ იგი დასავლეთს ბარდება.


ბალენკოს გაქცევა საბჭოთა კავშირიდან ყველაზე არაორდინალური იყო.ამასთან ერთად პოლოტმა დასავლეთს ჩააბარა ზესაიდუმლო საბჭოთა ავიაგამანადგურებელი, რომელზეც ლეგენდები დადიოდა.

image



დასავლეთმა МиГ-25-ის არსებობის შესახებ დაახლოებით 70-იანი წლების დასაწყისში შეიტყო.სადაზვერვო თანამგზავრებმა საბჭოთა სამხედრო აეროდრომებზე აღმოაჩინეს ახალი საფრენი აპარატი, რომელიც გარეგნულად გიგანტური ზომის ავიაგამანადგურებელს წააგავდა.


დასავლელი სამხედრო ექსპერტები განსაკუთრებით ფრთების ზომებმა შეაშფოთა, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ თვითმფრინავი მძლავრი გამწეობით და სწრაფი მანევრულობით გამოირჩეოდა, აგრეთვე სურათების შესწავლის შემდეგ დაადგინეს, რომ თვითმფრინავს ორი უზარმაზარი ძრავა ეგდა.მაინც რა სიჩქარის განვითარება შეეძლო საბჭოთა გამანადგურებელს?


მალევე პირველი ცნობებები ახლო აღმოსავლეთიდან მოვიდა.1971 წლის მარტის თვეში ისრაელის რადარებმა აღმოაჩინეს უცნაური ობიექტი, რომელიც 3, 2მ სიჩქარით მიფინავდა, ანუ ბგერაზე სამჯერ უფრო სწრაფად, ხოლო მისი სიმაღლე 20 000 მეტრი იყო.


ებრაელ სამხედროებს და მათ ამერიკელ კონსულტანტებს მსგავსი არაფერი ენახათ მანამდე, რამდენიმე დღის შემდეგ თვითმფრინავი ისევ გამოჩნდა, ავიაბაზიდან სასწრაფოდ ააფრინეს ავიაგამანადგურებლები, მაგრამ მათი სიჩქარე და სიმაღლე არასაკმარისი გამოდგა, მიზანს ოდნავადაც ვერ მიუახლოვდნენ.


იმავე წლის ნოემბრის თვეში ისრაელის საჰაერო ძალებმა ისევ აღმოაჩინეს იდუმალი თვითმფრინავი და რაკეტები დაუშინეს, თუმცა შეტევამ ფიასკო განიცადა..თვითმფრინავი ისე სწრაფად მოძრაობდა, რომ რაკეტების დეტონაციის დროს ის საკმაოდ დაშორებული იყო წვდომის წერტილს.


პენტაგონმა გაანალიზა სიტუაცია და დაასკვნა, რომ სერიოზულ პრობლემასთან ჰქონდა საქმე.


ყველაფერი იმის მანიშნებელი იყო, რომ საბჭოთა კავშირს გააჩნდა მფრინავი აპარატი, რომელიც ყველაფრით აღემატებოდა ყველა ავიაგამანადგურებელს, რომელიც აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალებს გააჩნდა.ამერიკელმა, რომლებმაც არაფერი იცოდნენ МиГ-25-ის შესაძლებლობების შესახებ, თვითმფრინავს კოდური სახელი მიანიჭეს-Foxbat-ი, იმ დრომდე სანამ ბალენკომ არ გადაწყვიტა დასავლეთში გაქცევა.


ლეინტენატი ბალენკო ხვდებოდა, რომ თვითმფრინავის გატაცება შესაძლებელია მისთვის ბედნიერი ბილეთი ყოფილიყო დასავლეთში გასაქცევად.


მისი სამხედრო ბაზა ვლადივოსტოკის სიახლოვეს, ჩუგუევკაში იყო განთავსებული.იაპონიას მხოლოდ 600 კილომეტრი აშორებდა.


1976 წლის 6 სექტემბერს ბალენკომ და კიდევ ერთმა მფრინავმა საწვრთნელი გაფრენა განახორციელეს.ბალენკო მოულოდნენლად მოწყდა მეწყვილეს და იაპონიის მიმართულებით გაფრინდა.


ბალენკომ გადაწყვიტა ოკეანის სანაპიროს გასწვრივ ეფრინა სულ რაღაც 30 მეტრის სიმაღლეზე, რათა საბჭოთა და იაპონურ რადარებს არ აღმოეჩინათ.როგორც კი იაპონიის საზღვარი გადაკვეთა 6000 მეტრის სიმაღლეზე აიჭრა და ისე განაგრძო ფრენა. რადარებმა ამჯერად აღმოაჩინეს უცხო ობიექტი, მასთან კონტაქტზე გასვლაც სცადეს, მაგრამ ბალენკოს რადიოსადგული სხვა სიხშირეზე ჰქონდა მომართული.


განგაშის ატეხვის შემდეგ ჰაერში იაპონური გამანადგურებლები აიჭრნენ და ბალენკოს გამოეკიდნენ, თუმცა ბალენკო ღრუბლების სქელ ფენაში შეძვრა, კვლავ ძირს დაეშვა და რადარის ეკრანებიდან გაქრა.

imageბალენკო რუკით ხელმძღვანელობდა, გადაწყვიტა პირველივე შემხვედრ აეროპორტზე დაშვებულიყო.ეს იყო ქალაქ ჰაკოდატეს აეროპორტი.


იაპონელები მხოლოდ МиГ-25-ის დაჯდომის შემდეგ მიხვდნენ სინამდვილეში რა ხდებოდა.მალევე აეროპორტი ცსს-ს თანამშრომლებით გაივსო.ამერიკელები ვერ იჯერებდნენ, რომ ასეთი "ტუზი" დაეცათ.


თვითმფრინავი უახლეს ავიაბაზაში გადაიყვანეს და ორი კვირის განმავლობაში დეტალურად შეისწავლეს, შემდეგ კი დაშალეს.


ექსპერტები ავიაგამანადგურებელის ყოველ ნაწილს დაწვრილებით სწავლობდნენ.


როგორც გაირკვა საბჭოთა კავშირს არც ისეთი მქუხარე სუპერგამანადგურებელი ჰყოლია, რისიც ასე ეშინოდა პენტაგონს.


"ვერ ვიტყვით იმას, რომ МиГ-25 ძალიან ეფექტური საბრძოლო მანქანა იყო, -აღნიშნავს სმიტნონოვსკის ავიაციის და კოსმონავტიკის მუზეუმის კურატორი როჯერ კონორი-ის იყო ძალიან ძვირი, ტლანქი და არც ისე ეფექტური ბრძოლის დროს."

image

იყო სხვა პრობლემებიც, ზებგერითი სიჩქარის განვითარების დროს ძრავას პრობლემები ექმნებოდა.საწვავის დგუშები ჰაერის მძლავრი ნაკადის გამო არაკორექტულად მუშაობდნენ.(მაგალითად.ამერიკულ Lockheed SR-71 ეს პრობლემა მოხსნილი ჰქონდა).


ამასთანავე უამრავი საწვავის მოხმარება სერიოზულად ამცირებდა ფრენის სიშორეს.МиГ-25-ის ერთადერთი ღირსება იყო ასაფრენი ზოლიდან სიმაღლის სწრაფი აღება და აგრეთვე სწორხაზოვანად, მანევრირების გარეშე სწრაფი ფრენა.


image


რა ბედი ეწია ბალენკოს?ის რა თქმა უნდა საბჭოთა კავშირში აღარ დაბრუნებულა, გადასახლდა აშშ-ში, პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა პირადა მიანიჭა ამერიკის მოქალაქეობა.

image

ბალენკომ ავიაინჟინრად დაიწყო მუშაობა, ამასთანავე აშშ საჰაერო ძალების კონსულტანტიც იყო.დაქორწინდა ხელმეორედ ამერიკელ ქალზე და სამი შვილიც ეყოლა.


image










3
1597
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1597
  
2016, 17 სექტემბერი, 11:41
რუსომანიაში არ ჩამითვალოთ მაგრამ რაშიც მაგრები არიან, არიან რა და ეს არის შეიარაღება , კიდე კაი ამერიკელებისნაირი დაფინანსება არ აქვთ.
არაჩანდას და კანონგარეშესაც ვეთანხმები
2016, 16 სექტემბერი, 16:50
გეთანხმები მერე სხვანაირად აჭიკჭიკდნენ როცა თვითმფრინავი ხელში ჩაიგდეს
2016, 16 სექტემბერი, 16:33
ამერიკელებმა როგორც ყოველთვის დააკნინეს საბჭოთა წარმოების გამანადგურებელი, რომელსაც გატაცების მომენტში მსოფლიოში ანალოგი არ ჰქონდა.
იმაზე რატომ დუმან ამერიკელები, თუ როგორ გაოცდნენ როცა გამანდაგურებლის ელექტრონულ სისტემებში მათთვის სრულიად უცხო სისტემა აღმოაჩინეს, დიახ მათ დაშლის მერე აღმოაჩინეს საბჭოთა წარმოების ელექტრონული ზეზუსტი სისტემა "ჩვენი და უცხო" რომლის წყალობითაც საბჭოთა გამანადგურებლის მიერ გაშვებული რაკეტა ამოიცნობდა საბჭოთა და უცხოურ საფრენ აპარატებს.
0 1 3